top of page

"იფქლმა" პურის მასიურ წარმოებაში სრულყოფილი ცხობის მეთოდი, ხაშზე წარმოება დანერგა

28 მარტი, 2016

"იფქლი" დღეს ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მასიურ წარმოებაში პურს სრულყოფილი და ჯანსაღი მეთოდით, ხაშზე აცხობს. 

 

კომპანია „იფქლი“ 2016 წლის დასაწყისიდან პურს უძველესი ქართული და ჯანსაღი მეთოდით ხაშზე, ანუ სპეციალურად დამჟავებულ ცომზე აწარმოებს

 

პურის ცხობის ეს სრულყოფილი მეთოდი, რომელიც დღეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გამოიყენება, 90-იან წლებამდე საქართველოშიც არსებობდა. შემდგომ იგი მასობრივი წარმოებისათვის პურის მომზადების უფრო დაჩქარებულმა და ნაკლებად ჯანსაღმა ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთის მხრივ, ქართულ კომპანიებს ხელი არ მიუწვდებოდათ საჭირო ტექნოლოგიებზე და მეორეს მხრივ, დაჩქარებული მეთოდით ცხობა გაცილებით იაფი ჯდება. 

 

„ჩვენი მიზანი იყო დაგვეძლია წინაღობები და ხალხისთვის სრულყოფილი პური შეგვეთავაზებინა. ყველას სასიხარულოდ, წელს უახლესი ევროპული დანადგარები დავამონტაჟეთ საწარმოში. ისინი ცხობის პროცესებს ავტომატურად აკონტროლებენ“, - განაცხადა „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა, შაქრო ბაკურაძემ. 

 

"იფქლი" დღეს ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მასიურ წაროებაში პურს სრულყოფილი და ჯანსაღი მეთოდით, ხაშზე აცხობს. 

 

„მინდოდა გამომეცხო ნამდვილი პური, რომელსაც თითქმის ყველა ნატრობს საქართველოში. დაჩქარებული წესით დამზადებული პურისაგან განსხვავებით ასეთი, ხაშზე დამზადებული პური უფრო ჯანსაღია. აღსანიშნავია ასევე მისი განსაკუთრებული გემო, არომატი, ვარგისიანობა და სტრუქტურა. ამიტომაც იყო, რომ კომპანია „იფქლში“ საქართველოში პურის ხაშზე ცხობის მასიურად დანერგვას დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდე“’, - აცხადებს კომპანიის მთავარი ტექნოლოგი, გელა კოდალაშვილი, რომელმაც განათლება პურის წარმოებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო.

 

„იფქლის“ ხაშზე დამზადებული პურეული მაღაზიებში უკვე იყიდება ჩვეულ ფასში. ამ პურეულის შეფუთვას ამშვენებს სპეციალური ნიშანი: „ხაშზე დამზადებული“.
 
ახალი საწარმოს დასათვალიერებლად „იფქლი“ ნებისმიერ მსურველს იწვევს.

Please reload

bottom of page