top of page

ჯანსაღი კვებისათვის რეკომენდირებული რაციონი

ჯანსაღი კვება ჯანმრთელი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა. ყოველდღიურად, ადამიანმა უნდა მიიღოს ვიტამინების და მინერალების საკმარისი ოდენობა იმისათვის, რომ თავი მაქსიმალურად დაიცვას დაავადებებისგან.

აუცილებელია მარცვლეულის, ხილის, ბოსტნეულის, თევზეულის, ხორცეულის, რძის პროდუქტების და ცოტაოდენ ტკბილეულის მიღება.

პურეულის მიღება აუცილებელია

სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროები და ადამიანის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას მიიღონ მარცვლეული, მათ შორის პურეულიც. მათ მიერ წარმოებული კვლევები აჩვენებენ, რომ პურეული აუცილებელი და შეუცვლელი პროდუქტია.

რამდენად ხშირად უნდა ვიღებდეთ პურეულს?

ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროები, თუ კვების შესახებ რეკომენდაციის გაწევის უფლებამოსილი ორგანიზაციები ერთხმად აცხადებენ, რომ პურეულის და მარცვლეულის ყოველდღიურად მიღება აუცილებელია.

დანიაში მარცვლეულის მიღების მინიმალურ ნორმად 75 გრამია დასახელებული.

კანადაში კი რეკომენდირებულია ორი 35 გრამიანი ნაჭერი პურის, 125 მლ მაკარონის და ბრინჯის ყოველდღიურად მიღება.

მსგავს რეკომენდაციებს იძლევიან ავსტრალიის და სხვა განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროები.

ყოველდღიურად მისაღები მარცვლეულის და პურეულის ნორმა ადამიანის ასაკსა და სქესზეა დამოკიდებული

მსოფლიო ქვეყნების ჯანსაღი კვების გზამკვლევები ითვალისწინებენ იმ ფაქტსაც, რომ პურეულისა და მარცვლეულის საჭირო დოზით მიღებას ადამიანის სქესი და ასაკი განსაზღვრავს. ის, რაც ნორმად ითვლება კაცისთვის, ნორმაზე მეტია ქალისათვის. ანალოგიური შემთხვევაა ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაშიც.

ნიდერლანდის კვების ცენტრი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს პური ყოველდღიურად მიიღონ, თანაც დოზების ზუსტი განსაზღვრით. ამისათვის ცენტრმა სპეციალური კალკულატორის სისტემა შეიმუშავა.

გერმანიის კვების საზოგადოებას კი ასაკის მიხედვით პურეულის მიღებაზე თავისი ფიქსირებული შეხედულება აქვს, რომელიც ასე გამოიყურება.

• 9-13 წლის ბავშვმა სასურველია დღეში მიიღოს 4-5 ნაჭერი პური.

• 14-50 წლის ადამიანებმა კი დღეში 6-7 ნაჭერი პური უნდა მიიღონ.

• 51-დან 70 წლამდე ადამიანებისათვის დღეში 5-6 ნაჭერი პურია რეკომენდირებული.

შვედეთის კვების ეროვნული ადმინისტრაციის აზრით, დღიურად ქალებმა 70 გრამი მარცვლეული უნდა მიიღონ, მამაკაცებმა კი 90 გრამი.

როგორი მარცვლეულის მიღებაა უმჯობესი?

ხშირად მარცვლეულებიდან რეკომენდაციას მთლიანი მარცვლით დამზადებულ პროდუქტებს უწევენ.

პურეული და მარცვლეული ადამიანისთვის აუცილებელი და შეუცვლელი პროდუქტია. ამაზე მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ჯანმრთელობის სამინისტრო არ დავობს.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page