top of page

როგორ მიიღება ბუნებრივად შავი პურის ფერი?

ალაო ის ბუნებრივი ინგრედიენტია, რომელიც პურს მუქ შეფერილობას და განსაკუთრებულ არომატს სძენს.

ალაოს მიღება შესაძლებელია ხორბლის, შვრიის, ჭვავის და ქერის მარცვლებისაგან. ყველაზე ხშირად წარმოებაში სწორედ ქერის ალაო გამოიყენება.

სურათზე: ალაო

ალაო არამარტო პურეულში, არამედ შეფერილობისათვის ისეთ ალკოჰოლურ სასმელებშიც გამოიყენება, როგორებიცაა ვისკი და ლუდი.

როგორ მიიღება ალაო

ალაოს მისაღებად მარცვლეული რამდენიმე ეტაპს გადის. თავდაპირველად, ქერის მარცვლები ირჩევა, ხარისხდება და სუფთავდება. მარცვალი რამდენიმე დღის განმავლობაში წყლით იჟღინთება და იწყებს გაღივებას. მას შემდეგ, რაც მარცვლეულის ტენიანობა საჭირო დონეს მიაღწევს, იწყება მისი ჰაერზე გამოშრობა. ეს პროცესი დაახლოებით 5 დღის მანძილზე გრძელდება. ამ ეტაპამდე მოსულ მარცვალს „მწვანე ალაოს“ უწოდებენ.

სურათზე: ე.წ. მწვანე ალაო

გამოშრობის შემდეგ ალაოს ღივებს აცლიან და აქუცმაცებენ. მისი მოხალვის პროცესი შეიძლება სხვადასხვა ხანგრძლივობის იყოს, რაც საბოლოოდ მის ფერზე აისახება. ამ ეტაპების შემდეგ ალაო უკვე მზადაა წარმოებაში გამოსაყენებლად.

სურათზე: ალაოს საბოლოო სახე

ალაოს ფერი

პურის გასამუქებლად ხშირად გამოიყენება ალაო. სიმუქის ხარისხი ცომში დამატებული ალაოს ოდენობაზეა დამოკიდებული. ჭვავის პური ხორბლის შავ პურთან შედარებით საგრძნობლად მუქია.

სურათზე: "იფქლის" ჭვავის და ხორბლის პურები

გემო

პურში დიდი ოდენობით ალაოს დამატება, უპირველესად განპირობებულია პურში გემონური თვისებების ასამაღლებლად. ის, რომ ალაო პურს შეფერილობასაც უცვლის, თანმდევი ეფექტია, თუმცა არა პრიორიტეტული.

თუ შავ პურში ალაო არაა გარეული, ის უფრო რუხი, მოთეთრო უნდა იყოს, ვიდრე მუქი ყავისფერი ან შავი. იხილეთ, რა ფერი აქვს ხორბლის და ჭვავის შავ პურს ბუნებრივად.

"იფქლის" მისიაა ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის წარმოება. მომხმარებლისათვის ჯანსაღი პროდუქციის მიწოდება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ წარმოებაში ნატურალურ ინგრედიენტებს ვიყენებთ.

გაქვთ დამატებითი კითხვები?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page