top of page

როგორ გავარჩიოთ ხორბლის ჯანსაღი შავი პური შეღებილისგან?

„იფქლის“ კამპანიის „ამოიცანი ჯანსაღი შავი პური!“ განმავლობაში ყველაზე აქტუალური კითხვა იყო პრაქტიკული: როგორ განვასხვავოთ შეღებილი შავი პური შეუღებავისგან?

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული აზრით, შეღებილი პურის ამოცნობა მისი გულის ცხელ წყალში ჩალბობით შეიძლება. ამ ჰიპოთეზის გადასამოწმებლად ჩვენს ლაბორატორიაში ცდის ჩასატარებლად კოლერით გაჯერებული პური გამოვაცხეთ.

​ფოტოზე: კოლერით გამომცხვარი პური

ექსპერიმენტი წარუმატებლად დამთავრდა. არც „კოლერიანმა“ და არც „უკოლერო“ პურის გულმა ცხელ წყალს ფერი არ შეუცვალა.

ფოტოზე: კოლერიანი და უკოლერო პურის გულები წყალში

დასკვნა, თუ შავი პურის გულის ცხელ წყალში ჩადებისას წყალმა ფერი არ შეიცვალა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასში დიდი ოდენობით კოლერი არ არის გამოყენებული. პურის გულის ცხელ წყალში ჩალბობა და მისი ფერის შეცვლა არ არის ის გზა, რომელიც „კოლერიანი“ და „უკოლერო“ პურის ერთმანეთისგან გარჩევაში დაგეხმარებათ.

„კოლერს“ არ ახასიათებს არც გამორჩეული გემო, რომელიც მიგანიშნებთ, რომ მის შემადგენლობაში არაჯანსაღი პროდუქტია. (დიახ, ჩვენ ის თქვენთვის გავსინჯეთ.) უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი ამ შემთხვევაში ფერია.

როგორც თქვენ უკვე იცით, ხორბლის შავი პური ცეხვილი ფქვილისაგან მზადდება, მისი ფერი კი რუხია. გამომცხვარი ხორბლის შავი პური შესაბამისად ღია რუხი შეფერილობისაა და არა შავი. შედარებით შესამჩნევ სიმუქეს მას ბუნებრივი დანამატი - ალაო ანიჭებს.

„კოლერით“ გამომცხვარი პური არაბუნებრივი შავია, თანაც მას მოწითალო ტონალობა დასდეს, რაც დაგეხმარებათ მისი ჯანსაღი ინგრედიენტებით დამზადებული პურისაგან გარჩევაში. დაიმახსოვრეთ, რომ ასეთი ხორბლის შავი პური ბუნებრივად არ მიიღება.

ფოტოზე: კოლერის გარეშე და კოლერით გამომცხვარი პურები

როგორ ფიქრობთ, დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია ჯანსაღი ხორბლის შავი პურის შერჩევაში?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page