top of page

ბანანისა და ქოქოსის ჰაეროვანი ნამცხვარი


ინგრედიენტები:

ბისკვიტის მზა მიქსი (დაახლოებით 430 გრამი)

3 დიდი კვერცხი

1/4 ჭიქა ზეთი

1/2 ჭიქა არაჟანი

1/2 ჭიქა წყალი

6 ბანანი

1 1/2 ჭიქა ქოქოსის ფანტელი

1 ჭიქა ყავისფერი შაქარი,

1/2 ჭიქა კარაქი

2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. მიქსერით 2 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ ბისკვიტის მზა მიქსი, კვერცხი, ზეთი, წყალი და არაჟანი.

ორი საშუალო ზომის მრგვალ ლანგარზე გადაანაწილეთ საშუალო სისქეზე დაჭრილი ბანანის ნაჭრები.

პატარა თასში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ მხოლოდ ნახევარი ჭიქა ყავისფერი შაქარი და ლიმონის წვენი. მიღებული მასა თანაბრად მოასხით ლანგარში გადანაწილებულ ბანანებს. ასევე თანაბრად მოაყარეთ მათ დარჩენილი ყავისფერი შაქარი და ქოქოსის ფანტელი.

ბისკვიტის ცომი ორივე ლანგარზე თანაბრად გაანაწილეთ და 35-40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

შემდეგ, ნამცხვარს აცადეთ საკმარისად გაციება და ლანგარიდან ამოიღეთ (გადმოაბრუნეთ) ისე, რომ ბანანებიანი ნაწილი ნამცხვრის სავიზიტო ბარათი იყოს.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page