top of page

ხორცისა და ყველის სენდვიჩი


ინგრედიენტები:

4 სუფრის კოვზი კარაქი

საშუალო ზომის ხახვი

მცირეოდენი საქონლის გატარებული ხორცი

2 კვერცხი, ათქვეფილი

3 ნაჭერი ყველი

2 ნაჭერი "იფქლის" ტოსტის პური

მომზადების წესი:

გაახურეთ ტაფა და წაუსვით ორი სუფრის კოვზი კარაქი. დაამატეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი და კარგად მოშუშეთ. გადადეთ ხახვი თეფშზე და ტაფაზე გატარებული ხორცის ნაჭერი შეწვით. ამის შემდეგ ტაფაზე გათქვეფილი კვერცხი შეწვით.

შემდეგ, პურის ნაჭერზე დადეთ ყველის ნაჭერი, დაადეთ შემწვარი ხორცის ნაჭერი, დაამატეთ მეორე ყველის ნაჭერი, შემწვარი კვერცხი, ხახვი, ყველის ბოლო ნაჭერი და ტოსტის პური.

სენდვიჩი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაბრაწეთ ტაფაზე და გემრიელად მიირთვით!

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page