top of page

"იფქლი" გოლდენ ბრენდის 2017 წლის ჯილდოს მფლობელია!

კომპანია „იფქლი“ გოლდენ ბრენდის 2017 წლის ტიტულის მფლობელია. კომპანიისათვის ეს უკვე რიგით მეოთხე გოლდენ ბრენდის ჯილდოა, რომელიც დარგში მიღწეული წარმატებებისათვის მოიპოვა.

„იფქლი“ ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. სასიამოვნოა, რომ „გოლდენ ბრენდს“ ჩვენი წინსვლა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ეს ტიტული კი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა მომავალშიც ზრდასა და განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებულები.“ – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, არისი ბოჭოიძემ.

კომპანია "იფქლმა" 2017 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა წარმოებაში. ევროპელი კოლეგების გამოცდილებითა და უმაღლესი ხარისხის დანადგარების საშუალებით კომპანიაში პურის ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებული გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "იფქლში" ფქვილის ჩაყრის მომენტიდან პურის გამოცხობამდე პროდუქტს ადამიანის ხელი არ ეხება. „იფქლი“ დღეს ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც პურის მასიურ წარმოებაში პურს უკონტაქტო მეთოდით ხაშზე, ანუ დამჟავებულ ცომზე, აცხობს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „გოლდენ ბრენდის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში კომპანია „იფქლი“ დარგის ლიდერად როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ასევე მომხმარებლებმაც დაასახელეს. შერჩევის ძირითად კრიტერიუმებს კი ბრენდის ცნობადობა და ხარისხიანობა წარმოადგენდა.

ჩვენი გუნდი ამაყობს, რომ "იფქლის" ჯილდოების ჩამონათვალს, კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო შეემატა.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page