top of page

როგორ გამოიყურება 200 კილოკალორია?

ყველას გვინდა ფორმაში ყოფნა და ჯანსაღი კვება, მაგრამ ვიცით რამდენი კალორია გვჭირდება დღეში? (მოუსმინეთ)

კანადის ჯანმრთელობის სამინისტროს მიხედვით, ქალბატონებისათვის და ბატონებისათვის ყოველდღიურად სხვადასხვა რაოდენობის კალორიებია რეკომენდირებული. ასევე საჭირო კალორიების რაოდენობაზე გავლენას ახდენს ის, თუ ფიზიკურად რამდენად აქტიურ ცხოვრებას ვეწევით. ზოგადად, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ მოზარდმა დღეში 2000-დან 2500-მდე კალორია უნდა მიიღოს.

გადავწყვიტეთ ფოტოებით დაგეხმაროთ რაციონის სწორად განსაზღვრაში. ზოგიერთ საკვები პროდუქტი ბევრად უფრო მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე დანარჩენები. ნახეთ, რა უდრის 200 კალორიას.

1425 გრამი ნიახური = 200 კილოკალორია

740 გრამი წიწაკა = 200 კილოკალორია

588 გრამი ბროკოლი = 200 კილოკალორია

570 გრამი სტაფილო = 200 კილოკალორია

553 გრამი ნესვი = 200 კილოკალორია

475 გრამი წითელი ხახვი = 200 კილოკალორია

385 გრამი ვაშლი = 200 კილოკალორია

357 გრამი დაკონსერვებული სიმინდი = 200 კილოკალორია

290 გრამი ყურძენი= 200 კილოკალორია

226 გრამი კეტჩუპი = 200 კილოკალორია

204 გრამი თხლად დაჭრილი ინდაურის ხორცი = 200 კილოკალორია

200 მლ ძმარი = 200 კილოკალორია

196 გრამი მარწყვის იოგურტი = 200 კილოკალორია

189 გრამი დაკონსერვებული ჩილი კონ კარნე (მექსიკური რაგუ) = 200 კილოკალორია

186 გრამი დაკონსერვებული ლობიო = 200 კილოკალორია

90 გრამი სელის თესლის პური = 200 კილოკალორია

83 გრამი გარგარის ჩირი = 200 კილოკალორია

73 გრამი შემწვარი კარტოფილი = 200 კილოკალორია

72 გრამი ქათმის ხორცის სენდვიჩი = 200 კილოკალორია

72 გრამი სენდვიჩის პური (ფრანგული)= 200 კილოკალორია

72 გრამი მოცვის ნამცხვარი = 200 კილოკალორია

70 გრამი „ბაგელი“= 200 კილოკალორია

66 გრამი სოსისი = 200 კილოკალორია

66 გრამი ხორბლის პური = 200 კილოკალორია

60 მლ ბეილისი (ირლანდიური კრემი) = 200 კილოკალორია

57 გრამი კანფეტი Smartie = 200 კილოკალორია

56 გრამი მაყვალის ღვეზელი = 200 კილოკალორია

55 გრამი მარცვლეული ვანილით და მოცვით = 200 კილოკალორია

55 გრამი ხორბლის ფქვილი = 200 კილოკალორია

54 გრამი დარბილებული ბრინჯი = 200 კილოკალორია

54 გრამი ჟელეს ბურთები = 200 კილოკალორია

53 გრამი ყავისფერი შაქარი = 200 კილოკალორია

52 გრამი ნამცხვარი გლაზურით = 200 კილოკალორია

52 გრამი მარილიანი ბრეცელი = 200 კილოკალორია

51 გრამი ყველი Cheddar = 200 კილოკალორია

51 გრამი მარცვლეული ხილის არომატით = 200 კილოკალორია

40 გრამი მ&მ = 200 კილოკალორია

37 გრამი კარტოფილის ჩიფსი = 200 კილოკალორია

35 გრამი მოხალული ნუში = 200 კილოკალორია

34 გრამი შემწვარი ბეკონი = 200 კილოკალორია

34 გრამი მიწისთხილის კარაქი = 200 კილოკალორია

28 გრამი კარაქი = 200 კილოკალორია

23 გრამი კანოლას ზეთი = 200 კილოკალორია

ფოტოპროექტი ნათლად აჩვენებს, რომ ერთი კოვზი მიწის თხილის კარაქის კალორიულობა, სავსე თეფში ბოსტნეულის კალორიულობას შეიძლება უდრიდეს.

აკვირდებით ყოველდღიურობაში კალორიებს?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page