top of page

პურის ისტორია

პური დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. იცით, რომ მისი წარმოშობის ისტორია სულ მცირე 30 000 წელს ითვლის?

მეცნიერული კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანებმა ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში დაიწყეს წყლით და უხეშად დაფქვილი მარცვლეულის შერევით მიღებული მასის გახურებულ ქვებზე მომზადება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველი პური ადამიანებმა სრულიად შემთხვევით მიიღეს.


ასეა თუ ისე, პურმა პრეისტორიული ხანიდან დღემდე ხანგრძლივი გზა განვლო. ამ დროში კი პურის მომზადების პროცესმა სამი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.

საფუარი

პირველი პური, რომელშიც არც ბუნებრივი და არც ხელოვნური საფუარი არ იყო გარეული, იყო ბრტყელი და მაგარი. უკეთ რომ მიხვდეთ, როგორი შეიძლება ყოფილიყო უსაფუარო პური, მისი გამოცხობა ერთხელ თავად სცადეთ.

მეცნიერების ვარაუდით პურის დედოზე ცხობა კი დაახლოებით 5,000 წლის წინ დაიწყო.



პურის დედოზე დამზადების პროცესში, ცომში ჰაერში არსებული საფუარის ბაქტერიები მრავლდება და ისინი უზრუნველყოფენ ცომის გაფუებას.


ეს ხანგრძლივი პროცესია, რადგან ამ დროს ჯანსაღი ბაქტერიების სელექცია ხდება.


დროთა განმავლობაში დედო, პურის ხაშზე, ანუ დამჟავებულ ცომზე ცხობის წარმოებამ ჩაანაცვლა. დღეს მთელ მსოფლიოში პური ამ პროცესით ცხვება.


მსოფლიო ისტორიაში უცნობია, კონკრეტულად ვინ და როდის გამოიყენა პირველად ხელოვნური საფუარი, თუმცა მის ფართოდ გამოყენებას ანტიკური ეგვიპტის მცხობელებამდე მივყავართ. ინდუსტრიული საფუარი დღეს უკვე ფართოდ გამოიყენება პურფუნთუშეულის მწარმოებელ კომპანიებში, რადგან ის პურს ფუმფულას და რბილს ხდის, თუმცა პურში ბუნებრივი საფუარის გამოყენებას მეტი დადებითი თვისებები აქვს როგორც პურის წარმოებისათვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისათვის.


კომპანია „იფქლმა“ იმისათვის, რომ პურეული მთლიანად ბუნებრივი საფუარით - ხაშზე და დედოზე გამოცხვეს - 2015 წელს განახორციელა დიდი ინვესტიცია და შეიძინა საჭირო ევროპული დანადგარები. 2016 წლის იანვრიდან უკვე დაიწყო ამ დანადგარების მასიურ წარმოებაში გამოყენება.


ინფოგრაფიკაზე: პურის ცხობის სხვადასხვა მეთოდები.


წმინდად დაფქვილი ფქვილი

უძველეს ხანაში მარცვლეულს ადამიანები ქვის დახმარებით ხელით ფქვავდნენ. შედეგად იღებდნენ ნახევრად მთელი მარცვლეულისაგან მომზადებულ პურეულს, რომელიც არ იყო ქათქათა თეთრი.

დროთა განმავლობაში, მარცვლეულის დაფქვის ტექნოლოგია განვითარდა და დაიხვეწა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ პურზე მოთხოვნა გაიზარდა. საფქვავი ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა თავად ფქვილიც და საბოლოოდ მივიღეთ წმინდად დაფქვილი თეთრი ფქვილი.

დღემდე, პურფუნთუშეულის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამგვარი ფქვილისაგან კეთდება. თუმცა დღესდღეობით საუბრობენ იმ სასიკეთო თვისებებზე, რომელიც უხეშად დაფქვილ ფქვილს და მთლიანი მარცვლით გამომცხვარ პურს შეიძლება ჰქონდეს.


„იფქლის“ პურფუნთუშეული სხვადასხვა სახეობის ფქვილით ცხვება. ფქვილის ხარისხი მითითებულია პროდუქტის ეტიკეტზე. კომპანიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც უმაღლესი ფქვილით ნაწარმოები პროდუქტი, ასევე ცეხვილი, ჭვავის, ქატოს ფქვილით დამზადებული ნაწარმი.

დაჭრილი პური


ჯერ კიდევ 1917 წელს ამერიკაში მცხოვრებმა გამომგონებელმა ოტო ფრედერიკ როუვედერმა პურის საჭრელი მოწყობილობა გამოიგონა. ამ დროისათვის პური ყველგან მთლიანი იყიდებოდა. პურის მწარმოებელი ქარხნები თვლიდნენ, რომ დაჭრილი პურის გაყიდვა არ იქნებოდა მომგებიანი, რადგან პური უფრო მალე დაძველდებოდა. როუვედერის გამოგონებამ კი მსოფლიო მხოლოდ 1928 წლის ბოლოს მოხიბლა. ამ დროისათვის როუვედერის მოწყობილობა არამხოლოდ ჭრიდა პურს, არამედ დაჭრილ პურს ფუთავდა კიდეც. გამოგონებამ იმდენად გაამართლა, რომ 1930 წლისთვის ბაზარზე პურის 90% დაჭრილი იყიდებოდა. დღემდე, დაჭრილი და შეფუთული პური ყველაზე პოპულარულია.


„იფქლის“ ნაწარმი იყიდება როგორც დაჭრილი, ასევე დაუჭრელი. მომხმარებელთა ნაწილი დაჭრილ პურს ამჯობინებს, ნაწილს კი დაუჭრელი პურის გემო უფრო მოსწონს. კომპანია პროდუქციის მრავალფეროვნებით ყველა გემოვნებას აკმაყოფილებს.

პური საქართველოში

შეიძლება ითვას, რომ საქართველო პურის და ღვინის ქვეყანაა. პური საქართველოში ოდითგანვე ცხვებოდა. ამას 2012 წელს კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში აღმოჩენილი უძველესი პურის თონე და ჩარხი ადასტურებს.


ჩვენს ქვეყანაში პურის ცხობის ტექნოლოგია საკმაოდ განვითარებული იყო. 90-იან წლებამდე საქართველოში პურის წარმოება ხორციელდებოდა მსოფლიოში დღეს მიღებული სტანდარტით - ანუ პურის ხაშზე ცხობის ტექნოლოგიის გამოყენებით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხაშზე ცხობის 6 საათიანი ტექნოლოგია დაჩქარებულმა, 2 საათიანმა ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მშრალი, ინდუსტრიული საფუარის მასიურ წარმოებაში გამოყენება. დღემდე ასე ხდებოდა.


ყველას სასიხარულოდ, კომპანია „იფქლმა“ პურის ხაშზე ცხობის პროცესი მასიურ წარმოებაში 2016 წელს დააბრუნა, რაც ქართული პურის წარმოებაში გარდამტეხი მომენტია.


ზოგადად, პურის წარმოება მუდმივად განიცდის ცვლილებებს. ზოგჯერ ისინი კრიტიკის და განსჯის, ზოგჯერ კი მოწონების ობიექტი ხდებიან.


თქვენ როგორ აფასებთ პურის წარმოების განვითარების პროცესს? რა იცით საქართველოში პურის ცხობის ისტორიის შესახებ?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page