ქართული ენისადმი მიძღვნილი კამპანია "იფქლის" მონაწილეობით
13 მარტს სოციალურ ქსელებში პოპულარულ წამოწყებას „დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან“ შევუერთდით.
ჩვენის მხრივ ყურადღება იმ ბარბარიზმებსა და მათ ქართულ ანალოგებზე გავამახვილეთ, რომლებიც ცხობასთანაა დაკავშირებული.
ორი კვირის განმავლობაში თქვენც აქტიურად ადევნებდით თვალს ჩვენ ჩანაწერებს და იდეებით გვამარაგებდით, რისთვისაც მადლობას გიხდით ყველა მონაწილეს!
განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია ბარბარიზმმა „პეჩენია“, რომლის ქართულ ანალოგზე „იფქლის“ მკითხველებშიც კი არ იყო ერთსულოვნება. წამოწყებაში მონაწილეობა დღეს, 27 მარტს დავასრულეთ. მოხარულები ვართ, რომ კამპანიამ ასე საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა.