© 2015 Ipkli

  • ინფო

  • პროდუქცია

  • სიახლეები

  • მაღაზიები

  • კონტაქტი

  • Blog

  • More

    გამოიწერეთ სიახლეები!

    გილოცავთ, თქვენ გამოიწერეთ "იფქლის" სიახლეები!

    EN

    • fb.png
    • linkedin.png
    • twitter.png
    • instagram.png
    • ინფო

    • პროდუქცია

    • სიახლეები

    • მაღაზიები

    • კონტაქტი

    • Blog

    • More

      "იფქლი" გოლდენ ბრენდის 2017 წლის ჯილდოს...

      01.05.2018

      იფქლის პასკები უკვე გაყიდვაშია!

      28.03.2018

      დაჭრილი ეკონომბატონი - "იფქლის" ახალი პრ...

      01.02.2018

      როგორია ჭვავის 80%-იანი პური?

      08.12.2017

      რატომაა "ნატურამო" ყველაზე ჯანსაღი დიეტუ...

      28.06.2017

      "იფქლი" ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭ...

      24.06.2017

      5 მითი პურის შესახებ, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ

      31.05.2017

      10 სახალისო ფაქტი პურის შესახებ

      29.05.2017

      "იფქლის" ქიშმიშიანი პასკები თბილისის მაღ...

      10.04.2017

      ჭვავის პური სვანური მარილი - ჩვენი ახალი პროდუქტი!

      06.04.2017

      Please reload

      უახლესი

      რატომ არის „იფქლის“ შავი პურეული შედარებით ღია ფერის?

      18.06.2015

      ჯანსაღი კვებისათვის რეკომენდირებული რაციონი

      16.03.2015

      რა უპირატესობა აქვს ხაშზე დამზადებულ პურს?

      07.09.2015

      1/4
      Please reload

      პოპულარული

      როგორ გავაფორმოთ სააღდგომო სუფრა?

      07.04.2015

      აღდგომა საქართველოში ყველასათვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ჩვენი სააღდგომო სუფრა კი ტრადიციული, მუქი წითელი მოხარშული კვერცხისა და პასკის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. 

       

      გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო რჩევა, რომლებიც თქვენ სააღდგომო სუფრას საინტერესო ელფერს და ორიგინალურობას შემატებენ.

       

       

      1. ბუდე სააღდგომო კვერცხებისათვის 

       

      ამ პატარა ბუდის მომზადება საკმაოდ მარტივია. თქვენ მხოლოდ "იფქლი"-ს საშუალო ან დიდი ზომის პასკა, 2 ჭიქა ქოქოსის ტკბილი ფანტელი და თავად სააღდგომო კვერცხები დაგჭირდებათ. 

       

      დანით ამოჭერით პასკის ზედა ნაწილი ისე, რომ მასში 2-3 კვერცხი მოთავსდეს. პასკის ჩაღრმავებულ ნაწილს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და სააღდგომო კვერცხებით გააფორმეთ. 

       

       

      2. სააღდგომო კვერცხები ორნამენტებით

       

      არსებობს რამდენიმე მარტივი გზა იმისათვის, რომ თქვენს სააღდგომო კვერცხებს ლამაზი ორნამენტები დაახატოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ საერთოდ არ გაქვთ ხატვის ნიჭი.

       

      ამისათვის საჭიროა მხოლოდ მწვანილის ფოთოლი და ნეილონის წინდა. ფოთოლი კვერცხზე მჭიდროდ მიამაგრეთ და გაახვიეთ ნეილონის წინდაში. ასეთ მდგომარეობაში მოხარშეთ კვერცხი და საბოლოოდ ფოთლის კვალი თეთრად დარჩება თქვენ წითელ კვერცხზე. (იხ. ვიდეო) 

       

      კიდევ ერთი იდეა თქვენთვის ორნამენტებიანი სუფრის ხელსაწმენდის შერჩევას მოითხოვს. 

       

      სუფრის ხელსახოცის ერთი შრე დაადეთ მაგრად მოხარშულ კვერცხს. კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა ფუნჯით უსვით კვერცხს და ხელსახოცს მანამ, სანამ ხელსახოცი კვერცხს კარგად არ დაეკრობა. გააჩერეთ კვერცხი მაცივარში სანამ ის კარგად გაშრება.  სააღდგომო სუფრას თქვენი მოხატული კვერცხი ნამდვილად ორიგინალურ იერს შესძენს.

       

       

      3. ჯეჯილი კვერცის ნაჭუჭში

       

       

      ჯეჯილი სააღდგომო სუფრის გასაფრმებლად ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. გიფიქრიათ ჯეჯილის კვერცხის ნაჭუჭში გაზრდაზე? ერთი შეხედვით მარტივი იდეა სუფრაზე ძალიან ორიგინალური და ლამაზი იქნება. 

       

      კვერცხის ნახევარ ნაჭუჭში ჩაყარეთ ხორბალი და ჩადეთ მცირეოდენი ბამბა. ყოველდღიურად უსხით მას წყალი, სანამ ჯეჯილი საკმარისად არ გაიზრდება.

       

       

       

      4. ხელსახოცები სააღდგომო სუფრაზე 

       

      სააღდგომო სუფრის ბოლო შტრიხი ლამაზად გაფორმებული ხელსახოცია. აღდგომის შემთხვევაში ყველაზე მომგებიანი ქოთნის ფორმის ხელსახოცია. მასში შეგიძლიათ სააღდგომო კვერცხი მოათავსოთ, ან სურვილისამებრ ყვავილის ნაზი ღერო ჩადოთ, რაც თქვენს სუფრას ძალიან გაალამაზებს. 

       

      თქვენ რა ორიგინალურ ხერხებს მიმართავთ სააღდგომო სუფრის გასამდიდრებლად? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და გვაჩვენეთ თქვენი ორიგინალური სააღდგომო სუფრის ფოტოები. 

       

      თემა:

      სუფრა

      დღესასწაული

      კვება

      იცხოვრე

      Please reload

      შემოგვიერთდით
      • Facebook Basic Square
      • Twitter Basic Square
      • LinkedIn App Icon
      • SoundCloud App Icon
      • Instagram App Icon

      იკვებე | ივარჯიშე | ისწავლე | იცხოვრე |