გემრიელი შესვენება

ბევრს გვემართება ასე, გავდივართ დილით და სამსახურში აღმოვაჩენთ, რომ შესვენებისათვის ჯანსაღი საკვები არ გვაქვს. ყოველდღიურად მივირთმევთ იმას, რაც უფრო ხელმისაწვდომია.

გადავწყვიტეთ იდეები და რეცეპტები შემოგთავაზოთ, რა შეიძლება გაიმზადოთ და იქონიოთ თან სამსახურში, რომ გემრიელად და ჯანსაღად იკვებოთ.

კვერცხის სალათი

ინგრედიენტები:

4 კვერცხი

2 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი

2 სუფრის კოვზი მაიონეზი

1 ჩაის კოვზი მდოგვი

¼ ჩაის კოვზი მარილი

¼ ჩაის კოვზი შავი პილპილი

¼ ჭიქა დაჭრილი ნიახური

“იფქლი”-ს ლატვიური ტრადიციული პურის ნაჭრები

მომზადების წესი:

მაგრად მოხარშული კვერცხი კარგად გააციეთ, გაფრცქვენით და საშუალო ზომის თასში ძლიერად ჩაჭყლიტეთ. დაამატეთ იოგურტი, მაიონეზი, მდოგვი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მასას იმდენ ხანს ურიეთ სანამ კარგად არ შეერევა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს. მიღებული მასა წაუსვით „იფქლი“-ს ლატვიური ტრადიციული პურის ნაჭერს.

ტროპიკული სენდვიჩი

ინგრედიენტები:

230 გრამი რბილი უმარილო ყველი

¼ ჭიქა გამომშრალი და დაჭრილი ანანასი

4 ცალი ბანანი

½ ჭიქა გახეხილი ქოქოსი

“იფქლი”-ს თეთრი ბატონის ნაჭრები

უმარილო მიწის თხილი გემოვნებით

მომზადების წესი:

საშუალო ზომის თასში რბილი ყველი და გამომშრალი, წვრილად დაჭრილი ანანასი ერთმანეთში აურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ „იფქლი“-ს ბატონის ნაჭრებზე. მოაყარეთ მას გახეხილი ქოქოსის ფანტელი და გემოვნებით დაამატეთ დაჭრილი ბანანი. ხილის სენდვიჩი ნოყიერი წახემსებისათვის უკვე მზად არის.

ბოსტნეულის სენდვიჩი

ინგრედიენტები:

115 გრამი ყველი

1 საშუალო ზომის სტაფილო

1 სუფრის კოვზი ძირა

4 ლავაში

8 მოზრდილი სალათის ფოთოლი

ქათმის თეთრი ხორცი (სურვილისამებრ)

1 საშუალო ზომის ყაბაყი

1 წითელი ტკბილი წიწაკა

2 სუფრის კოვზი კაკალი

“იფქლი”-ს ჭვავის პური

მომზადების წესი:

ერთმანეთში კარგად აურიეთ ყველი, თხლად დაჭრილი სტაფილო და ძირა. მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ ჭვავის პურის ნაჭრებზე. თითოეულ ნაჭერს დაამატეთ სალათის ორი ფურცელი. სურვილისამებრ დაამათეთ მას ქათმის თეთრი ხორცი. გაუთლელი ყაბაყი მოგრძო ნაჭრებად დაჭერით და ქათმის ხორცს დაუმატეთ. მიღებულ მასას გემოვნებით დაამატეთ წითელი ტკბილი წიწაკა, მარილი და პილპილი. კოვზით კარგად დაფხვენით კაკალი და პურის ნაჭრებზე თანაბრად გადაანაწილეთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ძირითად საკვებთან ერთად, ყოველთვის შეიძლება ხილის, ბოსტნეულის და რამდენიმე ნაჭერი პურის დამატება. კვირის განმავლობაში საკვების გამზადებისას გაითვალისწინეთ ასევე ჯანსაღი კვებისათვის რეკომენდირებული რაციონი.

მოგვწერეთ, რომელი რეცეპტი მოგეწონათ ყველაზე მეტად? შესვენებაზე თქვენ რას მიირთმევთ? გამოგვიგზავნეთ სურათები.

გემრიელ შესვენებას გისურვებთ ყველას!

პოპულარული