top of page

დედამიწის დაცვის დღე

“დავიცვათ დედამიწა!” - ამ მოთხოვნით პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის ქუჩებში 20 მილიონი ადამიანი სანტა ბარბარას საბადოდან ოკეანეში დიდი ოდენობით ნავთობის ჩაღვრის საპასუხოდ გამოვიდა.

მას შემდეგ დედამიწის დღე ყოველწლიურად გლობალურად აღინიშნება 22 აპრილს. აქციას საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა.

ყოველწლიურად მეტი და მეტი ადამიანი ხვდება, თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს დედამიწის გაუფრთხილებლობას. ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებისათვის აუცილებელია, რომ ყოველდღიურად გავუფრთხილდეთ ჩვენს დედამიწას.

ჩვენი საარსებო გარემოს გაფრთხილება სხვადასხვანაირად შეიძლება:

1. უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივ ნაწარმს

ყოველთვის, როდესაც შესაძლებელია, შეიძინეთ ქართული ნაწარმი. ეს საბოლოო ჯამში არამხოლოდ საქართველოსთვისაა სიკეთის მომტანი, არამედ დედამიწისთვისაც. ჩვენი პროდუქცია საქართველოში, კერძოდ თბილისში მზადდება. ჩვენც უპირატესობას ხარისხიან, ლოკალურ ინგრედიენტებს ვანიჭებთ. მაგალითისათვის, ჩვენი ფუნთუშეულის შიგთავსი ქართული, ნატურალური ჯემებით მზადდება.

2. გამოიყენეთ ნაჭრის ჩანთები

ეცადეთ საყიდლებზე სიარულისას თან იქონიოთ ნაჭრის ჩანთები, რომლებიც პოლიეთილენის პარკებისგან განსხვავებით უფრო გამძლე და ლამაზია. კომპანია „იფქლი“ ყველაზე გაყიდვადი პურეულის სახეობებისათვის ქაღალდის შეფუთვას იყენებს.

3. მეორეული მოხმარება

ბუნებაში არაფერი იკარგება. ყოველთვის შეეცადეთ, რომ ყველაფერი, რისი გადამუშავებაც შეიძლება, ხელმეორედ გამოიყენოთ. კომპანია „იფქლი“-ს ის პურეული, რომელიც ცხობიდან უახლოეს დღეებში არ იყიდება, სამეურნეო მიზნით გამოიყენება. ამგვარად, სარგებელი მაქსიმალურია, დანაკარგი კი მინიმალური.

4. აქციეთ ყოველი დღე დედამიწის დღედ

დედამიწის დასაცავად ცოდნის გაზიარებით და ამ ცოდნის პრაქტიკაში დამკვიდრებით, თქვენ შეგიძლიათ ყოველი დღე დედამიწის დღედ აქციოთ. დაიწყეთ დღეიდან!

გარემოს დამცველები სხვადასხვა პრობლემებზე ხშირად გვაფრთხილებენ: წყლისა და ჰაერის დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ამოწურვა, გლობალური დათბობა და სხვა მრავალი. გაგვიზიარეთ, თქვენ გარემოსთან დაკავშირებული რა საკითხები გაღელვებთ? უფრთხილდებით თქვენს მშობლიურ პლანეტას? როგორ?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page