top of page

დიეტაზე ხართ, მაგრამ ვერ იკლებთ წონაში?

თუ ცდილობთ, მაგრამ თქვენს სასწორზე რიცხვი ჯიუტად არ იცვლება, მაშინ წონის დასაკლებად რაღაცას არასწორად აკეთებთ. დროა აქტიურად ებრძოლოთ იმ ჩვევებს, რომლებიც გაფერხებენ.

1. სათანადოდ არ აფასებთ რამდენ კალორიას იღებთ

იმისათვის, რომ წონაში დაიკლოთ, თქვენ უნდა დაწვათ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე იღებთ. განსაზღვრეთ რამდენი კალორია უნდა მიიღოთ ყოველდღიურად და დააკვირდით საკვებ პროდუქტში შემავალ კალორიებს. ჩვენს პროდუქციას თან ერთვის ინფორმაცია კალორიებზე, რაც საქმეს გაგიადვილებთ. ასევე, დიეტის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ ჯანსაღი კვებისათვის რეკომენდირებული რაციონი.

2. გადაჭარბებულად აფასებთ კალორიებს, რომლებსაც წვავთ

თუ ფიზიკურად აქტიური ხართ, ესე იგი კალორიებსაც წვავთ. იმისათვის, რომ დანამდვილებით იცოდეთ რამდენი კალორია დაწვით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ფიტნეს ინსტრუქტორთან. თუ სახლში თავად ვარჯიშობთ ვიდეოების დახმარებით, ყურადღება მიაქციეთ, უმეტესობას აწერია რამდენ კალორიასაც დაწვავთ ვარჯიშით. მიღებულ კალორიებს თუ გამოაკლებთ დამწვარ კალორიებს, საბოლოო ჯამში უნდა დაგრჩეთ თქვენს მიერ არჩეული ყოველდღიურად დასაშვები კალორიების ოდენობა.

3. გადაჭარბებული რაოდენობით კვება ან არასაკმარისი კვება

მხოლოდ იმიტომ, რომ პროდუქტი ჯანსაღ საკვებთა რიცხვს მიეკუთვნება, არ ნიშნავს იმას, რომ ის კალორიებს საერთოდ არ შეიცავს. ზოგიერთი ხილი, მაგალითად ავოკადო, საკმაოდ კალორიულია. ასე რომ, სანამ დიდი რაოდენობით მიირთმევთ საკვებს, გაიხსენეთ კალორიები. საორიენტაციოდ, თვალი გადაავლეთ როგორ გამოიყურება 200 კილოკალორია.

საკვების მცირე რაოდენობით მიღებაც ისევე მავნებელია თქვენი ორგანიზმისთვის, როგორც მისი დიდი რაოდენობით მიღება. ცხიმები თქვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელიც კი არის. გაეცანით ჯანსაღი კვებისათვის რეკომენდირებულ რაციონს.

4. წყურვილი შიმშილში გერევათ

ნამდვილად გშიათ თუ უბრალოდ რამის დალევა გსურთ? მსუბუქმა დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს შიმშილის გრძნობა. ეცადეთ ჭამის დაწყებამდე დალიოთ ჭიქა წყალი. ეს მოგანიჭებთ კმაყოფილების შეგრძნებას. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ეს ხერხი დაგიცავთ უდროო დროს, განსაკუთრებით ძილის წინ, მაღალკალორიული საკვების მიღებისგანაც.

ჩვენ ჩამოგითვალეთ რამდენიმე მიზეზი, რატომაც შესაძლებელია დიეტის მიუხედავად ვერ იკლებდეთ წონაში. თქვენ, პირადად როგორ ფიქრობთ, რა გიშლით ხელს?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page