შემწვარი კვერცხი ავოკადოში

გსურთ, რომ თქვენი საუზმე იყოს ნოყიერი და მარტივი? მაშინ ავოკადოსა და კვერცხის ორიგინალური რეცეპტი თქვენთვისაა. მისი მომზადება სახლის პირობებში მარტივია, შედეგი კი გემრიელი და ლამაზი.

baked-eggs-700-1.jpg

ინგრედიენტები:

• საშუალო ზომის ავოკადო

• 2 პატარა ზომის კვერცხი

• 2 ნაჭერი ბეკონი

• იფქლის ტოსტის პური

• მარილი გემოვნებით

• შავი პილპილი გემოვნებით

• ცხარე საწებელი გემოვნებით

• ცოცხალი პომიდვრის ნაჭრები

egg-11.jpg

მომზადების წესი:

თანაბრად გაჭერით ავოკადო შუაზე, მოაშორეთ კურკა. ხვრელი ავოკადოში საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ მცირე ზომის კვერცხი დაიტიოს, ამიტომ, შესაძლოა კოვზით ხვრელის გადიდება დაგჭირდეთ. საცხობ ფორმაში მოათავსეთ ავოკადო ისე, რომ მან არ იმოძრაოს და კვერცხი ფრთხილად მოათავსეთ ავოკადოს გულში. გემოვნებით დაამატეთ ბეკონი, მარილი და შავი პილპილი. გაახურეთ ღუმელი 425 გრადუსამდე და 15 წუთის განმავლობაში დააყოვნეთ ავოკადო და კვერცხი ღუმელში.

გამომცხვარი მასა სურვილისამებრ შეგიძლიათ კოვზით ჭამოთ, ან „იფქლის“ ტოსტის პურებზე გადაანაწილოთ და ისე მიირთვათ.

baked-eggs-700-4.jpg

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები!

პოპულარული