რა არის კოლერი და როგორ მოქმედებს ის ჯანმრთელობაზე

“კოლერის” გარშემო ქართველი მომხმარებლის დიდი ინტერესი მას შემდეგ აღიძრა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შავი და ჭვავის პურების გასამუქებლად მას იყენებენ.

რა არის კარამელის ფერი ანუ „კოლერი?“

„კოლორი“, ანუ კარამელის ფერი არის ინდუსტრიულად მიღებული ნაერთი, რომელსაც სხვადასხვა სახის პროდუქტის გასამუქებლად იყენებენ, მათ შორის სასმელების (ვისკი, ლუდი, გამაგრილებელი და ა.შ.) და პურეულის გასამუქებლადაც.

caramel-color-pic.jpg

„კოლერის“ კლასიფიკაცია

განასახვევებენ „კოლერის“ ოთხ სახეობას. ეს კლასიფიკაცია „კოლერის“ მომზადების პროცესითაა განპირობებული. როდისაა „კოლერი“ ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში? ამ კითხვაზე პასუხს, სწორედ წარმოების პროცესი იძლევა.

I კლასი - არის სულფიტ-ამიაკის პროცესით მიღებული კარამელის ფერი. ეს კარამელის ფერის პირველი კლასია. ამ შემთხვევაში ფერის მისაღებად გამოიყენება როგორც სულფიტის, ასევე ამონიუმის ნაერთები და ვიღებთ ყველაზე მუქ, შავი კარამელის ფერს. ეს კარამელის ფერის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, ამასთანავე, ის კლასიფიკაციაში პირველ ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე მეტ ქიმიურ მინარევებს შეიცავს.

II კლასი - ეს ამიაკის პროცესით მიღებული კარამელის ფერია. როგორც სახელი თავადაც გვკარნახობს, წარმოების პროცესში ამონიუმის ნაერთების ნაწილი გვხვდება. II კლასის კოლერი ასევე საეჭვო პროდუქტთა რიცხვს განეკუთვნება.

III კლასი - ეს არის კაუსტიკური სულფიტებით განხორციელებული პროცესი კარამელის ფერის მისაღებად. ეს პროცესი კი მრავალ ეჭვს ბადებს, რადგან სულფიტის ნაერთებს ქიმიური შემადგენლობა აქვთ.

IV კლასი - აქ მინიმალური დამატებითი ინგრედიენტები გამოიყენება წარმოების პროცესში, რის გამოც მეოთხე კლასი დამოწმებულია როგორც ყველაზე ბუნებრივი მეთოდით მიღებული კარამელის ფერი. მისი ორგანული შემადგენლობის გამო ის ყველაზე უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

Capture.JPG

რატომ გამოიყენება „კოლერი“?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ის პროდუქტს სასურველ შეფერილობას აძლევს.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მიზეზი კი თანხის დაზოგვაა. მაგალითად, სხვადასხვა საკვებში, სადაც აუცილებელია კაკაოს გამოყენება, შეიძლება კოლერის IV კლასის გამოყენებით, 50%-ით შემცირდეს კაკაოს წილი პროდუქტში, რაც საწარმოებისთვის ძალიან დიდი შეღავათია.

საშიშია თუ არა „კოლერის“ მიღება?

ეს ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია კოლერს „ზოგადად უსაფრთხო პროდუქტად“ აღიარებს. თუმცა, ვინც სპეციალურ დიეტაზეა, ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათთვის „კოლერის“ მიღება არ არის რეკომენდირებული.

ამერიკის ეროვნული ბიოტექნოლოგიური ცენტრის კვლევებით, ზოგიერთ შემთხვევაში „კოლერის“ მოხმარება უარყოფითად აისახება იმუნურ სისტემაზე.

კომპანია „იფქლი“ არ იყენებს „კოლერს“!

ჩვენ მომხმარებლები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, გამოიყენება თუ არა კარამელის ფერი, ანუ „კოლერი“ ჩვენს წარმოებაში. გვინდა გაცნობოთ, რომ კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჩვენს საწარმოში იკრძალება პროდუქციაში „კოლერის“ გამოყენება. ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებლის ჯანმრთელობაზე და მათ მხოლოდ საუკეთესო პროდუქტს ვთავაზობთ. სწორედ ამიტომაა, რომ ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის წარმოება ჩვენს მისიად ვაქციეთ.

პოპულარული