პიკნიკი „იფქლის“ პროდუქციასთან ერთად

გაუსაძლის სიცხესთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ პიკნიკზე წასვლაა. სკოლის დასრულებასთან ერთად ექსკურსიებზე წასვლის მსურველთა რიცხვიც ძალიან დიდია.

თუ ფიქრობთ წასახემსებლად თან რა წაიღოთ, „იფქლი“ უამრავ იდეას გთავაზობთ. შეგიძლიათ არჩევანი „იფქლის“ ბიგმაგებზე ან ტოსტის პურზე შეაჩეროთ. უგემრიელესი ბიგმაგები „იფქლის“ მაღაზიებში მხოლოდ 30 თეთრი ღირს. „იფქლის“ ტოსტის პური ხაშზე ცხვება და მთელი შეკვრა მხოლოდ 2 ლარი დაგიჯდებათ.

Capture.JPG

წინასწარ მომზადებული სენდვიჩის წაღება პიკნიკზე უფრო ადვილია, ვიდრე მისი გარეთ მომზადება. სენდვიჩის მომზადება მრგვალი ბიგმაგების ან ტოსტის პურის დახმარებით თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ. პურეულს შეგიძლიათ გულში პომიდვრის თხელი ნაჭერი, ყველი, სალათის ფურცელი და ლორის ნაჭერი ჩაურთოდ.

ეს ტრადიციული სენდვიჩი არამხოლოდ გემრიელი, არამედ ნოყიერიცაა. „იფქლის“ რბილი ბიგმაგი და ტოსტის პური, რომელიც ნაკლებად იფშვნება, მას უფრო გემრიელს ხდის. შიგთავსად ასევე წარმატებით შეგიძლიათ თქვენთვის საყვარელი სალათი გამოიყენოთ.

თუ პიკნიკზე უფრო მოზრდილი სენდვიჩის წაღება გსურთ, მაშინ არჩევანი „იფქლის“ გრძელ ბიგმაგზე უნდა შეაჩეროთ. ის ძალიან მოსახერხებელია ე.წ. ჰოთ-დოგების გასაკეთებლად.

hotdog.jpg

გაატარეთ ცხელი დღეები ქალაქგარეთ, მშვიდ და მწვანე გარემოში „იფქლის“ ჯანსაღ ნაწარმთან ერთად.

პოპულარული