ჯანსაღი კვების კალენდარი


საუზმის, სადილის და ვახშმის მომზადება ყოველდღიურად დიდ დროს გვართმევს. ხშირად, მოფიქრებული არც გვაქვს რა მოვამზადოთ და არჩევანს იმის მიხედვით ვაკეთებთ, თუ რა პროდუქტი გვაქვს მოცემულ მომენტში მაცივარში.

ჯანსაღ კვებაზე თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვაში ჯანსაღი კვების კალენდარი დაგეხმარებათ. ამისათვის საჭიროა, მხოლოდ ერთ საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაწეროთ ყველასათვის საყვარელი კერძები სხვადასხვა დღეებზე. ცხრილის შედგენისას გაითვალისწინეთ ჯანსაღი კვებისათვის რეკომენდირებული რაციონი, რომ აუცილებლად მიიღოთ კვირის განმავლობაში ყველა საჭირო ვიტამინები, მინერალები, პროტეინები, ცილები და ნახშირწყლები. საბოლოო ჯამში კი თქვენი კვება იქნება ჯანსაღი, ხარისხიანი და მრავალფეროვანი.

ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ კალენდარს, რომელიც დაგეხმარებათ წინასწარ დაგეგმოთ მთელი კვირის საკვები რაციონი.

გადმოწერეთ, ამობეჭდეთ და შეავსეთ!

გაგვიზიარეთ თქვენი შედგენილი ცხრილი! :)

პოპულარული