საზამთროს რეცეპტები

საზამთრო ის ხილია, რომელსაც ყოველ ზაფხულს ჩვენს მაცივრებში დიდი ადგილი უკავია. როგორც წესი მას ვჭრით და ყველაფრის გარეშე მივირთმევთ, მაგრამ გიცდიათ ოდესმე საზამთროთი უგემრიელესი ტორტის, ან გამაგრილებელი სასმელის მომზადება?

საზამთროს ტორტი

ამ ტორტის მთელი ხიბლი იმაშია, რომ ჯანსაღია და გამოცხობა არ სჭირდება. თქვენ დაგჭირდებათ:

• მოზრდილი, უკურკო საზამთრო

• თხლად დაჭრილი ნუში ან მოხალული ქოქოსის ფანტელი

• საყვარელი ხილი

• ნაღები, ან მზა კრემი

ამოჭერით საზამთროს გული, წაუსვით მას ნაღები ან კრემი, საზამთროს გვერდები ნუშის ნაყოფით ან მოხალული ქოქოსის ფანტელით მორთეთ, თავზე კი თქვენი გემოვნებით დაამატეთ ხილი და გემრიელად მიირთვით.

საზამთროსა და პიტნის მარგარიტა

• 4 ჭიქა დაბლენდერებული საზამთრო

• ¼ ლიმონის წვენი (დაახლოებით სამი ლიმონი)

• ½ ჭიქა ტეკილა (სურვილით)

• ¼ ჭიქა შაქარი

• 1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა

• 2 სუფრის კოვზი დაჭრილი პიტნა

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ბლენდერში, ჩააციეთ და ჭიქებში გადაასხით, პიტნის ფოთლები შეგიძლიათ სასმელის გასაფორმებლადაც გამოიყენოთ.

საზამთროს და კიტრის სალათი

• 3 ჭიქა გათლილი და კუბიკებად დაჭრილი კიტრი

• 3 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი საზამთრო

• 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

• მარილი და დაფქული წიწაკა (გემოვნებით)

მოზრდილი ზომის თასში, ერთმანეთში აურიეთ ინგრედიენტები, გემოვნებით დაამატეთ მარილი და წიწაკა და მალევე მიირთვით.

საზამთროს „კეგი“

• მოზრდილი საზამთრო

• 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

• ახალი პიტნას ფოთლები

საზამთროს "კეგი" უმარტივესი მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი სასმელია. აიღეთ საზამთრო, მოაჭერით თავი და კოვზით ბლენდერში გადაიტანეთ საზამთროს შიგთავსი. კარგად დააბლენდერეთ და ჩაამატეთ ლიმონის წვენი და პიტნის ფოთლები გემოვნებით. გადაასხით სითხე საზამთროს ქერქში. იცოდით საზამთროს ქერქის ასე ორიგინალურად გამოყენება?

თქვენ როგორ მიირთმევთ საზამთროს? იცით რამე საინტერესო რეცეპტი?

პოპულარული