top of page

ნუშის სასარგებლო თვისებები


ნუში, ასევე ცნობილი, როგორც სამეფო კაკალი, ერთ დროს მხოლოდ სამეფო კარის პირებისთვის განკუთვნილი ნუგბარი იყო. ახლა, როდესაც ის ყველასათვის ხელმისაწვდომია, მოგიყვანთ რამდენიმე მარტივ მიზეზს, თუ რატომ უნდა იყოს ნუში თქვენი კვების რაციონში.

28 გრამ ნუშში გვხვდება დაახლოებით:

  • 3.5 გრამი უჯრედისი

  • 6 გრამი ცილა

  • 14 გრამი ცხიმები

  • 200 გრ. კალიუმი

  • 6 გრ. პროტეინები

  • კალციუმი

  • რკინა

  • მაგნეზიუმი

  • ვიტამინი E

ნუში - ენერგიის წყარო

პროტეინებით მდიდარი ნუშის მიღება ხელს გვიწყობს ადვილად დანაყრებაში. ამით ნუში მაღალკალორიული საკვების საუკეთესო ალტერნატივაა სამსახურში შესვენებაზე, თუ მოგზაურობისას მისართმევად. ამავდროულად, ნუში მაგნეზიუმის, სპილენძის და B2 ვიტამინის მაღალი კონცენტრაციის გამო ენერგიის წყაროა ადამიანისათვის.

ნუში წონაში დასაკლებად

მართალია ნუში ცხიმებით მდიდარი პროდუქტია, მაგრამ მიუხედავად ამისა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დღის რაციონში ნუშის დამატება (საშუალოდ 85 გრამი) ხელს უწყობს წონაში კლებას.

დაავადებების რისკის შემცირება

ნუშში შემავალი ცხიმების სახეობა გულის დაავადებების რისკს დაბლა წევს.

ნუში E ვიტამინით მსოფლიოში ყველაზე მდიდარია პროდუქტია. მხოლოდ 28 გრამ ნუშში E ვიტამინის დღიური ნორმაა. სხვადასხვა კვლევები აჩვენებენ, რომ ამით ნუში ორგანიზმს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ალცჰაიმერის დაავადებისაგან იცავს.

ანტიოქსიდანტების და E ვიტამინის წყალობით, ნუში ორგანიზმში კიბოს დაავედების რისკსაც ამცირებს.

ძლიერი ორგანიზმი

ნუში მინერალების წყაროა, რომლებიც აძლიერებენ ძვლებს და სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებენ. მაგნეზიუმის დახმარებით ის ასევე აბალანსებს წნევას.

ძლიერი ნერვული სისტემა

მაგნეზიუმი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. ნუში ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა, რომელსაც სტრესის საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებს. მათი დიდი რაოდენობა ნუშის ნაყოფის თხელ ყავისფერ გარსშია, ამიტომ, გარსგაცლილი, თეთრი ან მოხალული ნუში საკვებად ნაკლებად ღირებულია.

თქვენ რამდენად ხშირად მიირთმევთ ნუშს?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page