top of page

ჯანსაღი კვება

„თქვენ ხართ ის, რასაც მიირთმევთ“ - ეს ცნობილი გამოთქმა იმის დასაბუთებაა, რომ კვება ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მასზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა, ხალისი და ხანგრძლივი ცხოვრებაც.

რას ნიშნავს ჯანსაღი კვება?

ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ის არ გულისხმობს მკაცრ აკრძალვებს. ჯანსაღი საკვები ყველა იმ ნატურალური პროდუქტის ბალანსია, რომლებიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. ესენია:

• ხილი

• ბოსტნეული

• მარცვლეული, მათ შორის პურეული

• თხილეული

• ხორცი

• თევზეული

• რძის ნაწარმი

რატომაა მოთხოვნა ჯანსაღ საკვებზე?

ჯანსაღი კვება, უკვე დიდი ხანია უცხოეთში ატაცებული თემაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯანსაღი კვება ჯანსაღი ორგანიზმის გარანტია.

პროდუქტიულობა

თქვენ ტვინს სჭირდება სწორი კვება უკეთ ფუნქციონირებისათვის. ჯანსაღი კვების პირობებში თქვენ უფრო პროდუქტიული ხართ.

ბედნიერება

კვლევები ადასტურებენ, რომ ბევრი ჯანსაღი პროდუქტი (მაგ. ხილი და შავი შოკოლადი) ადამიანის ორგანიზმს ეხმარება კორტიზოლის ჰორმონის გამომუშავებაში, რომელიც ორგანიზმს სტრესის დაძლევაში ეხმარება.

წონის კონტროლი

კალორიების მიღება ყოველდღიურად, რომლებსაც პრაქტიკულად ვერ დავხარჯავთ, წონაში მატებას იწვევს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებები თქვენს რაციონში მნიშვნელოვნად დაგაკლებინებთ წონაში, ხოლო რეგულარულად ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ წონის კონტროლში. ამ მხრივ რუხი პურის მიღებაა რეკომენდირებული, რომელშიც მეტია ბოჭკოვანი უჯრედისი.

გემო

მცდარია მოსაზრება, რომ არაჯანსაღი საკვები უფრო გემრიელია, ვიდრე ჯანსაღი. ეს საკითხისადმი ძალიან სუბიექტური მიდგომაა, რადგან გემოვნება ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ასევე, ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს ადაპტაციის საოცარი უნარი. თუ თქვენ მიჩვეული ხართ ზედმეტ დანამატებს, ჯანსაღ საკვებზე გადასვლა თავიდან შესაძლოა გაგიჭირდეთ, თუმცა დროში ჯანსაღი საკვების გემოვნური

თვისებების სრულად აღქმასაც შეძლებთ.

ხანგრძლივი სიცოცხლე და კარგი სიბერე

ჯანსაღი კვება მნიშვნელოვნად აფერხებს დაბერების პროცესს და ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს. რა თქმა უნდა, სიბერე ადამიანის ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია, თუმცა მათთვის, ვინც ჯანსაღ კვებას ირჩევს, ის უფრო მარტივია.

ჯანსაღ საკვებს უკვე აქტიურად ითხოვს ქართველი მომხმარებელიც. გვაინტერესებს რა არის სასარგებლო და რისთვის, ასევე, ჯანსაღი კვების რა წესები უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ოჯახებში. ამიტომაც, ჩვენი ბლოგის მეშვეობით მოგაწვდით უახლეს ინფორმაციებს ჯანსაღ კვებაზე და ამით მცირე წვლილს შევიტანთ თქვენ ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებაში.

თქვენ რა იცით ჯანსაღ კვებაზე? იცნობთ ჯანსაღი კვების წესებს, რომლებსაც ყოველდღიურობაში იცავთ?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page