რა არის წებოგვარა?


საუკეთესო პურის გამოცხობამდე, მაღალი ხარისხის ფქვილის მოზელვა და ცომის გუნდების გაკეთებაა საჭირო. სწორედ ამ საინტერესო პროცესში იბადება ცომში წებოგვარა, უფრო ცნობილი, როგორც გლუტენი.

ხორბლის ფქვილი შეიცავს გლიადინის და გლუტენინის ცილებს. მას შემდეგ კი, რაც ფქვილს წყალი ემატება, გლუტენინისა და გლიადინის ცილების შეერთებით ვიღებთ წებოგვარას. წებოგვარა ამ ორივე ცილის სასარგებლო და საჭირო თვისებებს ინარჩუნებს იმისათვის, რომ პურის ცხობა იდეალურ პროცესად აქციოს.

რისთვისაა საჭირო წებოგვარა? უამრავი წლის წინათ, პურისათვის სწორედ ხორბლის ფქვილი იმიტომ შეირჩა, რომ მას შემადგენლობაში წებოგვარას მისაღები ცილები გააჩნდა. რომ არა წებოგვარა, პური ვერ შედგებოდა ისეთ პროდუქტად, როგორადაც დღეს მას ჩვენ ვიცნობთ.

„ძნელი სათქმელია, რომ წებოგვარას უპირველესი როლი პურის ცილებით გამდიდრებაა. წებოგვარა პურს არ აძლევს გემოს, სურნელს და არც არომატს წარმოქმნის. მის კვებით დანიშნულებაზე უფრო მაღლა ამ შემთხვევაში მისი ტექნიკური დანიშნულება დგას“, - აცხადებს „იფქლის“ მთავარი ტექნოლოგი, გელა კოდალაშვილი.

წებოგვარა ცილაა

მართალია, მისი უპირველესი დანიშნულება პურის ცხობის პროცესში ტექნიკურ საკითხს ეხება, თუმცა, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ წებოგვარა ცილაა. ცილა კი სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გამონაკლისს წარმოადგენს წებოგვარაზე ალერგიის ქონის შემთხვევა.

თქვენ რა გსმენიათ წებოგვარაზე? იცოდით, რომ ის ცილაა?

პოპულარული