top of page

სახლის პირობებში დამზადებული ნუშის რძე


ინგრედიენტები:

1 ჭიქა ნუშის ნაყოფი

2 ჭიქა წყალი

დამატკბობელი სურვილისამებრ - შაქარი, თაფლი, და ა.შ.

მომზადების წესი:

ნუშის ნაყოფს დაასხით წყალი და ერთი ან ორი დღის განმავლობაში ასე დატოვეთ. რაც უფრო მეტ ხანს გააჩერებთ ნაყოფს წყალში, მით უფრო თხელი იქნება რძე.

ორი დღის შემდეგ ნაყოფი ამოიღეთ წყლიდან და ცივი წყლით კარგად გარეცხეთ. ამ ეტაპზე ნუში უკვე დარბილებული უნდა იყოს.

გადაიტანეთ ნუში ბლენდერში, დაამატეთ ორი ჭიქა წყალი და კარგად დააბლენდერეთ, საშუალოდ ორი წუთის განმავლობაში. ნუში კარგად უნდა დაქუცმაცდეს.

მიღებული მასა საცერისა და მარლის ნაჭერის დახმარებით განაცალკევეთ, რძე ცალკე ჭიქაში ჩაასხით. დაფხშვნილი ნუში გააშრეთ, მისი გამოყენება სხვადასხვა ნამცხვრებში შეგიძლიათ.

რძეს სურვილისამებრ შეგიძლიათ თაფლი ან შაქარი დაუმატოთ დასატკბობლად და გემრიელად მიირთვათ „იფქლის“ ნიგვზიან ფუნთუშასთან ერთად.

გაითვალისწინეთ, რომ ნუშის რძე მაქსიმუმ ორ დღეს ძლებს მაცივარში შენახვის შემთხვევაშიც კი, ამიტომ, იზრუნეთ მის დროულად მირთმევაზე.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page