როგორ გავაბედნიეროთ საყვარელი ადამიანი ვალენტინობის დღეს

ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ შეყვარებული ადამიანებისათვის ყოველი დღე სიყვარულისაა. ეს გარკვეულწილად მართალია, თუმცა დატვირთული გრაფიკისა და ყოველდღიური რუტინების გამო, საყვარელ ადამიანებს ხშირად ვერ ვანებრივრებთ ჩვენი სითბოთი და ყურადღებით. ხან ტელეფონზე მნიშვნელოვან მესიჯებს უნდა ვუპასუხოთ, ხანაც სამუშაოა მოსამთავრებელი, ხანაც დაღლილი ვართ და დასვენება გვინდა... ვალენტინობის არსიც სწორედ იმაშია, რომ ამ მშვენიერ დღეს, არა ძვირადღირებული საჩუქრებით, არამედ ყველაზე ძვირფასით - ყურადღებით და მზრუნველობით გავახაროთ მეორე ნახევრები.

ვალენტინობა 14 თებერვალს დილიდანვე იწყება, ასე რომ, დაიჭირეთ თადარიგი. გთავაზობთ ვალენტინობის საუზმის რამდენიმე ლამაზ და მარტივ იდეას.

გულის ფორმის შემწვარი კვერცხი

ამოჭერით “იფქლის” ტოსტის პურის ნაჭერში გულის ფორმა, გადაიტანეთ პურის ნაჭერი ტაფაზე და კვერცხი სწორედ პურის გულში ჩატეხეთ. შედეგად, ძალიან ორიგინალურად შემწვარ კვერცხს მიიღებთ, რომლითაც თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან გაბედნიერდება.

დაბრაწული ბეკონი

შემწვარ კვერცხზე ისე ვერ ვისაუბრებთმ თუ დაბრაწული ბეკონიც არ ვახსენეთ. თუ გსურთ, საუზმე კიდევ უფრო ლამაზი და გემრიელი გახადოთ, მიეცით ბეკონის ნაჭრებს გულის ფორმა, დაამაგრეთ ხის ჩხირებით და ისე დაბრაწეთ.

ფრანგული ტოსტი

ათქვიფეთ ორი ცალი კვერცხი ¾ ჭიქა რძესთან ერთად და დაუმატეთ ½ ჩაის კოვზი ვანილი. “იფქლის” საყვარელი პურის ნაჭრებისგან ამოჭერით გულის ფორმის პურები, კარგად გაჟღინთეთ მასაში და დაბრაწეთ ტაფაში. მირთმევამდე მოაყარეთ მას დაფქული შაქარი და გააფორმეთ შოკოლადით და ხილით.

“იფქლის” ფუნთუშა თაფლიანი გულით

თუ მზარეულობა არანაირად არ ჯდება თქვენს ხასიათში ან საქმისათვის დროს ვერ პოულობთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. საქმე ჩვენ მოგვანდეთ, “იფქლის” გულის ფორმის ფუნთუშა იმდენად გემრიელი და მიმზიდველია, ის ნებისმიერ საუზმეს გაალამაზებს. მიართვით ფუნთუშა თაფლიანი გულით თქვენთვის უძვირფასეს ადამიანს!

ხილი და იოგურტი

თუ მომცრო ზომის, გულის ფორმის საჭრელი გაქვთ სახლში, მაშინ სხვადასხვა ხილიდან გულის ფორმის მომცრო ნაჭრებს ძალიან ადვილად ამოჭრით. ჯამში ჩაასხით გემრიელი იოგურტი, დაამატეთ ქატოს ფანტელი და თხილეული, გარშემო კი გულის ფორმის ხილით და პურეულით გააფორმეთ. ეს სიმბოლური საუზმე ნამდვილად გაახარებს თქვენს პარტნიორს.

ტრადიციული ბლინები ბლინები ყოველთვის კარგი ალტერნატივაა. მათი მომზადება ხომ ძალიან ადვილია და მათთვის ფორმის მიცემაც შესაძლებელია. გახსოვდეთ, ბლინების გაფორმება თითქმის ყველაფრით შეგიძლიათ, ხილით, შოკოლადით, თაფლით, ხილფაფით, ჯემებით და კრემებით.

როცა დღე ასე კარგად დაიწყება, იმ დღესთან ბევრი ტკბილი მოგონება დაგვაკავშირებს.

თქვენ რას გეგმავთ ვალენტინობის დღისათვის?

პოპულარული