top of page
Search

სოკოს სენდვიჩი

  • Feb 23, 2016
  • 1 min read

ინგრედიენტები:

1 ცალი "იფქლის" ბიგმაგი, შუაზე გაჭრილი, ან "იფქლის" ტოსტის პური

1 სუფრის კოვზი კენკრეულის ჯემი

1 ჩაის კოვზი კარაქი

ძეხვის ნაჭრები (გემოვნებით)

1 სუფრის კოვზი ყველი

სოკო:

1 ჩაის კოვზი ზეთი

1/2 ჭიქა თხლად დაჭრილი სოკო (ქამა, ან სხვა)

ისპანახის ფოთლები

მარილი+პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

გახუხეთ "იფქლის" ბიგმაგი ან ტოსტის პურები, ერთ ნაჭერს ჯემი წაუსვით, მეორეს კარაქი. გაახურეთ ტაფა, მოასხით ზეთი და როდესაც ზეთი გახურდება მოშუშეთ მასში სოკო. სოკო კარგად უნდა მობრაწოთ. შემდეგ ყველი ოდნავ შეათბეთ ღუმელში და როგორც კი დნობას დაიწყებს პურებზე გადაიტანეთ, დაამატეთ მოშუშული სოკო და ისპანახის ფოთლები. სენდვიჩი მიირთვით შემწვარ კარტოფილთან ერთად.

Comments


პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page