ჩიას, შვრიის და მიწისთხილის კარაქის ფაფა
ინგრედიენტები:
1/2 ჭიქა ნუშის რძე
3/4 სუფრის კოვზი ჩიას მარცვლები
2 სუფრის კოვზი მიწისთხილის კარაქი
1 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი/შესაძლებელია ყავისფერი შაქარიც
1/2 ჭიქა შვრიის ფანტელი
მომზადების წესი:
შუშის ქილაში ჩაყარეთ ჩიას თესლი, დაამატეთ ნუშის რძე, მიწისთხილის კარაქი და სიროფი. მასას კოვზით ამოურიეთ. აუცილებელი არ არის, რომ მიწისთხილის კარაქი მთლიანად შეერიოს ნუშის რძეს. დაამატეთ მასას შვრიის ფანტელი და კიდევ რადენჯერმე ამოურიეთ. დარწმუნდით, რომ შვრიის მარცვლები კარგად დალბა. დაახურეთ ქილას თავზე და ღამის განმავლობაში მაცივარში გააჩერეთ. მეორე დღეს კი, ახალ ხილთან ერთად ისიამოვნეთ გემრიელი საუზმით.