top of page

შემწვარი ტკბილი კარტოფილი ბრიუსელის კომბოსტოსთან ერთად


ინგრედიენტები:

4 ჭიქა ბრიუსელის კომბოსტო, შუაზე გაჭრილი

1 დიდი ტკბილი კარტოფილი წვრილად დაჭრილი

3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

1 ჩაის კოვზი ნიორი

1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი კვლიავი

სუნელები გემოვნებით

3/4 ჩაის კოვზი მარილი

1/4 ჭიქა ნიგოზი

1/3 ჭიქა ყველი ფეტა

1/2 ჭიქა ძმარი ბალზამიკო

მომზადების წესები:

გაახურეთ ტაფა. დიდი ზომის თასში ერთმანეთში აურიეთ ბრიუსელის კომბოსტო, ტკბილი კარტოფილი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, კვლიავი, და მარილი.

მასა მოშუშეთ ტაფაში, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. პატარა ჯამში ცეცხლზე შედგით ძმარი ბალზამიკო და აადუღეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ ძმარი არ განახევრდება.

დაბრაწულ მასას მოასხით შეციებული ბალზამიკო, დაუმატეთ ნიგოზი, მოახეხეთ ყველი და გემრიელად მიირთვით.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page