ბეკონისა და კვერცხის მაფინები


ინგრედიენტები:

  • 120 გრამი ბეკონი, წვრილად დაჭრილი

  • ½ ჭიქა მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი

  • 1 ჭიქა ყველი ჩედარი (ან ნებისმიერი სხვა არომატული ყველი)

  • ½ ჭიქა რძე + ½ სუფრის კოვზი თეთრი ძმარი

სველი ინგრედიენტები:

  • ½ ჩაის კოვზი მარილი

  • 5 სუფრის კოვზი არაჟანი (ცხიმიანი)

  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ან გამდნარი კარაქი

  • 1 ცალი კვერცხი

მშრალი ინგრედიენტები:

  • 1¼ ფქვილი

  • 1 ჩაის კოვზი საფუარი

  • ¼ ჩაის კოვზი სოდა

მაფინი

  • 4 ცალი კვერცხი

  • 1 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი

მომზადების წესი:

  1. გაახურეთ ღუმელი 180C-ზე. მაფინის ფორმებს ცოტაოდენი ზეთი წაუსვით

  2. ტაფაში დაბრაწეთ ბეკონი

  3. ერთმანეთში აურიეთ მშრალი ინრედიენტები

  4. ერთმანეთში აურიეთ სველი ინგრედიენტები

  5. ერთმანეთში აურიეთ სველი და მშრალი ინგრედიენტები

  6. ერთმანეთში აურიეთ შემწვარი ბეკონი, მწვანე ხახვი, ჩედარი და რძე.

  7. საცხობ ფორმებში (რეცეპტი მოცემულია ოთხ ცალ მაფინზე) ჩაასხით მცირეოდენი ცომი, შემდეგ თითოეულ ფორმაში ჩატეხეთ კვერცხის ფული, ზემოთან მცირეოდენი ცომი დაამატეთ, ბოლოს კი ბეკონიანი მასა მოასხით.

  8. მაფინებს გამდნარი კარაქი გადაუსვით (გემოვნები) და 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

  9. უმჯობესია, თუ მაფინებს თბილს მიირთმევთ.

პოპულარული