ჭვავის პური სვანური მარილი - ჩვენი ახალი პროდუქტი!

ჩვენი ჭვავის პურეულის ხაზს კიდევ ერთი სახეობა, ჭვავის პური სვანური მარილით, შეემატა. ჭვავის პურის ამ სახეობას განსაკუთრებული არომატი და გემონური თვისებები ახასიათებს.

"იფქლის" მთავარი ტექნოლოგი გელა კოდალაშვილი აღნიშნავს, რომ ჭვავის პურის ამ სახეობის წარმოება ერთი წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ გადაწყდა.

"იფქლის უახლეს ლაბორატორიაში მუდმივად ვცდი ახალ რეცეპტებს და შესაძლებლობებს. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს გამიჩნდა იდეა, ჭვავის პური სვანური მარილით გამომეცხო. მიღებული შედეგი ყველა თანამშრომელს ძალიან მოეწონა და ერთად გადავწყვიტეთ ის ჩვენი მომხმარებლებისთვისაც გაგვეზიარებინა." - აცხადებს გელა კოდალაშვილი.

მისი სპეციფიკური ფემოს გარდა ჭვავის პური სვანური მარილით პურის დედოზე ცხვება, რაც მას განსაკუთრებულ გემონურ თვისებებს და ხარისხსს სძენს.

ჩვენი ახალი სახოების პურის შეძენა იფქლისა და თბილისის მაღაზიებში უკვე შეგიძლიათ. პურის ფასი 1 ლარს შეადგენს.

"იფქლი" ქართული ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს პურფუნთუშეულს.

პოპულარული