დაჭრილი ეკონომბატონი - "იფქლის" ახალი პროდუქტი ბაზარზე

კომპანია „იფქლმა“ ახალი სახეობის დაჭრილი ბატონის წარმოება დაიწყო. ეკონომბატონი ხორბლის დაჭრილი თეთრი, ქაღალდში შეფუთული პურია, რომელიც მხოლოდ 70 თეთრი ღირს და მასიურ წარმოებაში, ყველაზე დაბალფასიანი დაჭრილი ბატონია.

„შეფუთულ პურეულზე მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლების მოთხოვნა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. დაჭრილი და შეფუთულიეკონომბატონი სწორედ იმ მომხმარებლებისათვის შევქმენით, რომლებსაც შეფუთული პურის შეძენა ხელმისაწვდომ ფასში სურთ. პურის სახელწოდებაც სწორედ მისი ეკონომიურობითაა განპირობებული.“ - აცხადებს „იფქლის“ დირექტორი, არისი ბოჭოიძე.

ეკონომბატონი, ისევე როგორც „იფქლის“ ყველა ბატონი ტრადიციული მეთოდით, ბუნებრივ საფუარზე, ხაშზე ცხვება. ახალი სახეობის პროდუქტის შეძენა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მაღაზიებში.

პოპულარული