top of page

დისტრიბუტორი

1 მარტი, 2016

კომპანია "იფქლი" 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურფუნთუშეულს. „იფქლის“ პოპულარობას განაპირობებს მაღალი ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება და ცხობის დიდი ტრადიცია. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს 35-მდე სახეობის პურს და 40-მდე სახეობის ფუნთუშეულს. „იფქლი“ არაერთხელ გამხდარა აღიარების და ჯილდოს მფლობელი საუკეთესო წარმოებისა და ინდუსტრიაში ლიდერობისათვის. კომპანია ხელს უწყობს თავისი თანამშრომლების პიროვნულ და პროფესიულ ზრდას.

 

კომპანია "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე. ხელფასი გამომუშავებით დაანგარიშდება და საშუალოდ ის 1000 ლარს შეადგენს.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;

  • დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;

  • გაყიდვების წარმოების უნარი;

  • მონდომებული;

  • კომუნიკაბელური.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ  შემდეგ ელ. მისამართზე: info@ipkli.com

 

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია.

კომპანია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

გისურვებთ წარმატებას!

Please reload

bottom of page