ჩვენი ისტორია 
 

კომპანია "იფქლის" ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც ბიზნესის წარმოება საქართველოში არც ისე მარტივი იყო. მრავალი დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, პურის და საქმის სიყვარულით, კომპანიამ შეძლო გაზრდა და განვითარება. 

 

დღესდღეობით "იფქლი" 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულს აწარმოებს კომპანიის განახლებულ და ევროპული ტიპის საწარმოში. პურფუნთუშეული სადისტრიბუციო ხაზით თბილისის თითქმის ყველა მაღაზია, რუსთავი, მცხეთაი, გორი და ქუთაისი მარაგდება. პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია "იფქლის" კუთვნილ მაღაზიებში, ქერჩის პირველ და წერეთლის 11 ნომრებში.

 

წლების განმავლობაში ჩვენი კომპანია არაერთხელ დაჯილდოვდა პურფუნთუშეულში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. თითოეული მიღებული ჯილდო ჩვენთვის მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება გახდეს ჩვენი პროდუქტის მომხმარებელი. 

 

დღესდღეობით ბაზარზე კომპანია "იფქლთან" ერთად, კომპანიები "იფქლი 1" და "იფქლი პირველიც" აწარმოებენ პურს, თუმცა აღნიშნულ კომპანიებთან ჩვენს კომპანიას საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, როცა მაღაზიაში ჩვენს პროდუქციას ირჩევთ, კარგად დააკვირდით კომპანიის სახელს, ლოგოს და სლოგანს. ჩვენ ვართ "იფქლი", რომელიც გულით აცხობს.

 

2016 წლიდან კომპანია სრულყოფილი ცხობის მეთოდით პურეულს ბუნებრივი საფუარის გამოყენებით აცხობს. გარდა ამისა, საწარმოში პურის ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და პური აქ უკონტაქტოდ ცხვება.

 

 

"იფქლის" მისიაა ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის წარმოება. 

1993

კომპანია "იფქლი" დაარსდა. სიტყვა იფქლი ძველქართულიდან მომდინარეობს და ნიშნავს შემოდგომაზე ნათეს ხორბალსა და ქართული ხორბლის ერთ-ერთ ჯიშს.

1996

საქართველოში პირველად ბატონი კომპანია "იფქლში" გამოცხვა.

2001

გაიხსნა "იფქლის" მაღაზია წერეთლის 11 ნომერში.

2005

კომპანია "იფქლს" გამოეყვნენ მეწილეები და დააარსეს სხვა კომპანიები: "იფქლი 1" და "იფქლი პირველი". ამ კომპანიებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.

 

"იფქლის" ერთგული მომხმარებელი კომპანიას ლოგოთი და სლოგანით - გულით გამომცხვარი - გამოარჩევს.

2006

აშენდა ახალი საწარმო, სადაც დამონტაჟდა წარმოების ავტომატური ხაზი.

2011

გაიხსნა "იფქლის" მაღაზია გლდანში, ხარაძის 2ა ნომერში.

2011

აშენდა "იფქლის" მეორე საწარმო.

05/2011

კომპანია „იფქლი“ 2011-2014 წლების განმავლობაში "ხარისხის ნიშნის" მფლობელია.

2013

წარმატებული წლისათვის პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში, "იფქლს" "გოლდენ ბრენდის" აღიარება გადაეცა.

2014

პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში ლიდერობისათვის "იფქლს" გადაეცა "გოლდენ ბრენდის აღიარება.

2015

ხარისხიანი პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის.

2015

კომპანია "იფქლმა" შეცვალა პურეულის შეფუთვები

04/2016

„გოლდენ ბრენდის“ 2016 წლის დაჯილდოებაზე პურფუნთუშეულის მწარმოებელ კომპანიებს შორის რჩეული კვლავ „იფქლი“ გახდა.

12/2016

"ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა" კომპანია "იფქლს" დარგის ლიდერის ტიტული მიანიჭა. წლის სპეციალისტის საპატიო ტიტული "იფქლის" მთავარ ტექნოლოგს, გელა კოდალაშვილს გადაეცა.

Please reload