top of page
" იფქლმა" პურის მასიურ წარმოებაში სრულყოფილი ცხობის მეთოდი, ხაშზე წარმოება დანერგა
"იფქლი" დღეს ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მასიურ წარმოებაში პურს სრულყოფილი და ჯანსაღი მეთოდით ბუნებრივ საფუარზე - ხაშზე აცხობს. გაეცანით ამ სიახლეს დაწვრილებით!
სრულყოფილი ცხობის მეთოდი
რას ნიშნავს პურის ხაშზე ცხობა?
პურს საქართველოში ოდითგანვე ხაშზე, ანუ დამჟავებული ცომის გამოყენებით აცხობდნენ. პურის ხაშზე ცხობის პროცესს დაახლოებით 6 საათი სჭირდება და ის გაცილებით ძვირი უჯდება მეწარმეს, ვიდრე დაჩქარებული პროცესით გამომცხვარი პური, რომლის წარმოებასაც მხოლოდ 2 საათი ეთმობა.
ხაშზე გამომცხვარი პური გამოირჩევა თავისი გემოთი, ხარისხით, სტრუქტურითა და არომატით. მას აქვს ნამდვილი პურის გემო.
bottom of page