ხშირად დასმული კითხვები

 

თქვენც გაქვთ რაიმე კითხვები კომპანიასა და პროდუქციაზე? აუცილებლად მოგვწერეთ

რა არის ხაში?

ხაში, ანუ დამჟავებული ცომი საფუარის ერთ-ერთი სახეობაა.  ქარხნული, ე.წ. მშრალი საფუარისგან განსხვავებით ის პურს უფრო ჯანსაღს და გემრიელს ხდის.

რატომ მხვდება მაღაზიებში იფქლის პროდუქტები სხვადასხვა დიზაინით?

დღეს ქართულ ბაზარზე რამდენიმე იფქლი აწარმოებს პურფუნთუშეულს. ჩვენთან ერთად ბაზარზე წარმოდგენილები არიან იფქლი 1 და იფქლი დიღომი, რომლებსაც მსგავსი სახელის გარდა ჩვენთან არაფერი აქვთ საერთო. ხშირად მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტები ერთმანეთში ერევათ და ეს ბევრი გაუგებრობის მიზეზი ხდება ხოლმე. იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტი სხვა მწარმოებლის პროდუქტისაგან გამიჯნოთ, დააკვირდით ჩვენს ლოგოს და სლოგანს, რომელიც ყველა ეტიკეტზე გვაქვს.

 

ჩვენ ვართ იფქლი, რომელიც გულით აცხობს. 

"იფქლის" პროდუქტების წარმოებაში ქართული ფქვილი გამოიყენება?

იფქლის პურპროდუქტები მთლიანად იმპორტული ხორბლით მზადდება. საქართველოში მოსული ხორბლის მოსავლიდან დაახლოებით 50%-ზე მეტი საკვებად უვარგისია. დარჩენილი ნედლეული კი ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ 1 წლის განმავლობაში იფქლს წარმოებისათვის ეყოს. 

წარმოებაში გამოყენებული ნედლეული გენმოდიფიცირებულია?

 ჩვენს წარმოებაში არ ვიყენებთ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, კონსერვანტებსა და სოიოს. აღნიშნული წარწერა შეგიძლიათ იპოვოთ ჩვენი ნებისმიერი პროდუქტის შეფუთვაზე. 

შემიძლია "იფქლიდან" ფქვილი, ალაო, ან სხვა ინგრედიენტი შევიძინო?

იფქლი მხოლოდ მზა პროდუქციას, პურს და ფუნთუშეულს ყიდის. ნებისმიერი სხვა ინგრედიენტი მხოლოდ ჩვენი, საკუთარი წარმოებისათვის გამოიყენება. 

თქვენი პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. როგორ მოვიქცე?

თუ ჩვენი რომელიმე პროდუქტის მიმართ თქვენი კმაყოფილება ან უკმაყოფილება გინდათ გამოხატოთ, გთხოვთ შეინახეთ პროდუქტის ნიმუში, მისი შეფუთვა და დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით

სად მიდის ის დაბრუნებული პური, რომელიც მაღაზიაში ვადაში არ გაიყიდა?

ისინი ჩვენს საწარმოში ბრუნდება და შედარებით დაბალ ფასად რამდენიმე ათეულობით ცალი სამეურეო მიზნებისათვის იყიდება. იფქლის ქარხანასთან ყოველდღიურად შეგიძლიათ ნახოთ ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქონლისათვის იფქლის ძველ, მაღაზიებიდან დაბრუნებულ პურს დაბალ ფასად იძენენ. 

მინდა თქვენი პროდუქცია განვათავსო ჩემს მაღაზიაში. როგორ მოვიქცე?

დაგვიკავშირდით ნომერზე +995591108353 ან მოგვეწერეთ მეილზე: info@ipkli.com

სად ვნახოთ "იფქლის" ვაკანსიები?

კომპანიაში არსებული ვაკანსიების ნახვა დასაქმების საიტების ვებგვერდებზე და ჩვენს ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ. 

საწარმოში ექსკურსიაზე გვსურს მოსვლა, როგორ მოვიქცეთ?

დაინტერესებულ პირებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს პერიოდულად ვთავაზობთ „იფქლის“ საწარმოს მონახულების საშუალებას. ვიზიტი წინასწარ უნდა იყოს კომპანიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული.  

ხშირად ვმასპინძლობთ სკოლის მოსწავლეებს. ორი მოთხოვნა გვაქვს ჯგუფებისადმი.

 

1. საწარმოში ვუშვებთ მხოლოდ მეშვიდე კლასელებს და უფროსებს.

 

2. მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს.

 

თუ ჩვენთან სტუმრობა გსურთ, დაგვიკავშირდით.

მინდა ჩემი კომპანიის მომსახურება შემოგთავაზოთ, ვის მივმართო?

ნებისმიერი სახის შემოთავაზება შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ იმეილზე. ჩვენ გამოგზავნილ შემოთავაზებას უფლებამოსილ პირებთან ერთად გავივლით და დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით.

 

Please reload