top of page

ჯილდოები 

 

 

 

ქართულ ბაზარზე 22 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში კომპანია „იფქლმა“ მომხმარებლის ნდობა და ერთგულება მოიპოვა. არსებობის მანძილზე "იფქლი" რამდენჯერმე გახდა მნიშვნელოვანი ჯილდოსა თუ ტიტულის მფლობელი.

 

 

კომპანია „იფქლი“ 2011-2014 და 2015-2018 წლების განმავლობაში "ხარისხის ნიშნის" მფლობელია. კომპანიამ წარმატებით გაიარა კომპლექსური შემოწმება-შეფასების განზოგადებული მეთოდი, რის შედეგადაც სამი წლის ვადით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მიენიჭა. ტიტულის შესანარჩუნებლად კომპანია სპეციალურ შემოწმებას წესისამებრ ყოველ მესამე წელიწადს გაივლის. „ხარისხის ნიშანი“ ევროპის ხარისხის ორგანიზაციის პროექტია, რომელიც მაქსიმალურად არის მისადაგებული ქართულ სინამდვილეს. ის დამოუკიდებელი, ავტორიტეტული პროქტია, რომლის მთავარი იდეაა, მისი ლოგოს ქვეშ მყოფი კომპანია იყოს მომხმარებლის სანდოობის გარანტი. 2003 წლიდან "წითელი Q" ქართულ ბაზარზე 105 კომპანიას მიენიჭა, თუმცა არასტაბილურობის გამო დღემდე ტიტული მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის „იფქლმა“ შეინარჩუნა.

 

 

 

 

კომპანია „იფქლი“  პურის წარმოების ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებებისათვის „გოლდენ ბრენდის“ ჯილდოს მფლობელი სამჯერ გახდა. პირველი აღიარება კომპანიამ 2013 წელს, მეორე-2014, მესამე კი 2015 წელს მოიპოვა. "გოლდენ ბრენდი" ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს აღიარებაა, რომელიც ენიჭებათ სხვადასხვა ინდუსტრიაში რჩეულ კომპანიებს მათი წარმატების და მიღწევების აღსანიშნავად. 

 

 

bottom of page