top of page

პურეულის ფასები

2 მარტი, 2015

ჩვენ საკონდიტრო ნაწარმზე ფასი არ მატულობს. რაც შეეხება პურეულს, აქაც, ვინარჩუნებთ ჩვეულ ფასს პროდუქტების უმეტესობაზე. მაგალითად, არ იცვლება ჭვავის პურის ფასი. ახლა, ჩვენ პურის ფასი გავუთანაბრეთ ბაზარზე არსებულ ფასებს. ასე რომ, მხოლოდ პურეულის რამდენიმე სახეობა - თეთრი და რუხი ბატონი იცვლის ფასს.  

 

მიზეზი ისაა, რომ ჩვენ კონკურენტებთან შედარებით ძალიან დაბალ მარჟაზე ვმუშაობდით. ასევე, ითამაშა როლი ნედლეულის გაძვირებამ, როგორებიცაა ფქვილი, მარილი და საფუარი. 

 

ნედლეულის ფასების ცვლილებებს ავსახავთ ჩვენი პროდუქციის ფასებზეც. ორი წლის წინ დავწიეთ პურის ფასები, რადგანაც მაშინ ფქვილის ფასმა დაიკლო. ახლა პირიქითაა. 

 

კომპანია ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას ბაზარზე, რადგანაც „იფქლის“ პროდუქტებზე ფასი, მატების მიუხედავად, უფრო დაბალია,  ვიდრე სხვა საწარმოების პროდუქტებზე ამავე ინდუსტრიაში.

Please reload

bottom of page