top of page

ახალი სახეობის პური „ეკონომბატონი“

5 მარტი, 2015

ბაზარზე არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, კომპანია „იფქლი“ 2015 წლის 5 მარტს ახალი სახეობის პურს უშვებს. „ეკონომბატონი“ თეთრი სახეობის პურია, რომლის ფასიც მხოლოდ 60 თეთრს შეადგენს.

 

„ეკონომბატონი“ ხორბლის I ხარისხის ფქვილისაგან მზადდება და თანამედროვე  სისტემაში უკონტაქტოდ ცხვება.

 

დეტალები „ეკონომბატონის“ შესახებ,

 

შემადგენლობა: ხორბლის I ხარისხის ფქვილი, წყალი, მარილი, საფუარი.

 

ენერგეტიკული ღირებულება: 100გ პროდუქტზე - 259 კკალ. 

ცილა 8.2 გ, ცხიმი 0.3 გ, ნაცარი 1.6 გ, ტენი 34 გ, ნახშირწყლები 55.8 გ.

 

შენახვის ვადა: 72 სთ. შენახვის პირობების დაცვით.

 

ცნობისათვის, კომპანია „იფქლი“ დღეისათვის 40 სახეობის პურს და 35 სახეობის ფუნთუშეულს აწარმოებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან მოღვაწეობს.

Please reload

bottom of page