top of page

საქართველოში ნედლეულის გაძვირება აისახება პროდუქციაზე

6 მარტი, 2015

აჟიოტაჟი გამოიწვია პურის ფასებმა. ნედლეულის ფასის ცვლილება ყოველთვის აისახება პროდუქციაზე.  2013 წლის 7 თებერვალს, როცა ფქვილის ფასმა 35 ლარამდე დაიკლო, კომპანია „იფქლი“ იყო ერთადერთი ინდუსტრიაში, ვინც პურის ფასი დაწია. მას შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ვინარჩუნებდით იგივე ფასს.

 

დღესდღეობით საქართველოში შემოსულ ნედლეულზე ფასებმა მკვეთრად იმატა. ერთი ტომარა ფქვილი უკვე 40.50 ლარი ღირს.  ასევე მომატებული აქვს ფასი მარილს, საფუარს და მრავალ სხვა ნედლეულს, რომელებსაც  ვიყენებთ წარმოების პროცესში.

 

კომპანია „იფქლი“ თავისი მომხმარებლისათვის მხოლოდ საუკეთესოს იმეტებს. მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად, კომპანია ასაქმებს 300-მდე სპეციალისტს და იძენს მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიან ნედლეულს. კომპანია ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს ამ თანამშრომელთა სამუშაო ადგილები და პროდუქციისათვის ის საუკეთესო ხარისხი, რომელსაც მისი მომხმარებლები „იფქლისგან" მოელიან.

 

შექმილ პირობებში, მეწარმე, რომელიც კეთილსინდისიერად იხდის თავის ფინანსურ ვალდებულებებს, იძულებული ხდება გადახედოს თავისი პრუდუქციის რეალურ ფასს. შესაბამისად, მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, აუცილებელი გახდა ორი სახეობის პურეულზე - თეთრ და რუხ „ბატონზე“ ფასი 10 თეთრით გაგვეთანაბრებინა ბაზარზე არსებულ რეალურ ფასთან. დანარჩენი 73-მდე სახეობის პროდუქციაზე ფასი უცვლელი რჩება.

 

მომხმარებელთა ბაზარზე არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, გვაქვს 50 თეთრიანი „სტანდარტი“. ამავდროულად კომპანიამ გამოუშვა ახალი სახეობის პური „ეკობატონი“. ის თეთრი სახეობის პურია, რომლის ფასიც მხოლოდ 60 თეთრს შეადგენს.

 „იფქლის" პროდუქციის შეძენა კვლავაც მომგებიანია მომხმარებლისათვის, რადგანაც ისინი გადახდილ ფასში სხვა კონკურენტებთან შედარებით ღებულობენ მეტს, როგორც პროდუქციის წონის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით.

 

წარმატებული ქართული კომპანია „იფქლი“ წლებია სარგებლობს ისეთი აღიარებებით, როგორიცაა „ხარისხის ნიშანი“ და „გოლდენ ბრენდი“.

Please reload

bottom of page