top of page

კომპანიამ ლატვიური რუხი პურის წარმოება დაიწყო

15 აპრილი, 2015

კომპანიამ ლატვიური რუხი პურის წარმოება დაიწყო

 

კომპანია „იფქლმა" ლატვიური რუხი პურის წარმოება დაიწყო 2015 წლის 1 აპრილიდან. ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული ეს ახალი ნაწარმი დაჭრილია ნაჭრებად და შეფუთულია.

 

ლატვიური რუხი პურის შეძენა უკვე შესაძლებელია თბილისის თითქმის ყველა მაღაზიაში. მისი ღირებულება „იფქლის" მაღაზიებში შეადგენს 1 ლარს. 

 

ლატვიური რუხი პურის შემადგენლობა:

II ხარისხის ხორბლის ფქვილი, წყალი, ჭვავის ალაო, მარილი, საფუარი.

ენერგეტიკული ღირებულება:

100გ პროდუქტზე - 260 კკალ.

შენახვის ვადა:

72 სთ. შენახვის პირობების დაცვით.

შეფუთვის ფორმა:

პოლიეთილენის პაკეტში ეტიკეტით

400გ ± 3%

 

კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს პურ-ფუნთუშეულის მრავალფეროვნებას სთავაზობს.  

 

ცნობისათვის, „იფქლი“ ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან მოღვაწეობს და დღეისათვის 40 სახეობის პურს და 35 სახეობის ფუნთუშეულს აწარმოებს. 

 

 

Please reload

bottom of page