top of page

„იფქლი“ კიდევ ერთხელ გახდა „გოლდენ ბრენდის“ პრიზიორი

6 მაისი, 2015

"იფქლი" ლიდერია პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში

 

 

კომპანია „იფქლი“ გასულ წელს პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში მიღწეული წარმატებისათვის „გოლდენ ბრენდის“ პრიზიორი გახდა. 

 

2015 წლის 24 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე „გოლდენ ბრენდის“ ორგანიზატორებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს საპატიო ჯილდო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბატონ ბაქარ ბაკურაძეს. 

 

„გოლდენ ბრენდი“ ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს აღიარებაა, რომელიც ენიჭებათ სხვადასხვა ინდუსტრიაში რჩეულ კომპანიებს.  პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში ლიდერობისათვის, „იფქლი“ 2013 წელსაც გახდა „გოლდენ ბრენდის“ ტიტულის მფლობელი.

 

„მადლობა მინდა მოვახსენო „გოლდენ ბრენდის“ ორგანიზატორებს, ასევე ჩვენს მომხმარებლებს  ჩვენი შრომის და მიღწევების დაფასებისათვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი მივაწოდოთ,“ განაცხადა კომპანია „იფქლის“ დამფუძნებელმა, ბატონმა შაქრო ბაკურაძემ.

 

„იფქლი“ 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურფუნთუშეულს. დღესდღეობით კომპანიის საწარმოში 75-მდე სახეობის ხარისხიანი პურფუნთუშეული ცხვება. 

 

კომპანია „იფქლი“ კვლავაც განაგრძობს მომხმარებელზე ზრუნვას და 2015 წლის განმავლობაში სიახლეებს გვპირდება. „იფქლის“ ხელმძღვანელობა გეგმავს ცვლილებებს წარმოებაში, პროდუქციის განახლებას და დისტრიბუციის დახვეწას. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება „იფქლის“ პროდუქციის და სერვისის ხარისხი. 

Please reload

bottom of page