სტუმრად პანსიონატ "სავანეში" და "კარიტასის" ბავშვთა სახლში
16 მაისი, 2015
16 მაისს კომპანია „იფქლი“ სამების საკათედრო ტაძრის მრევლთან ერთად თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატ „სავანეს“ და “კარიტასის” ბავშვთა სახლს ესტუმრა. „იფქლი“ მოხუცებს და ბავშვებს საკონდიტრო ნაწარმით გაუმასპინძლდა. სამების საკათედრო ტაძრის მამაოებმა კი მოხუცებისა და ბავშვების საცხოვრებელი ოთახები აკურთხეს.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. განსაკუთრებით გახარებულები ჩვენი სტუმრობით ხანდაზმულები დარჩნენ. პანსიონატის მცხოვრებმა ქალბატონმა გულსუნდა ახობაძემ პანსიონატის ყოველდღიურობაზე გვიამბო და გაგვანდო, რომ იქ ყველაზე მეტად სტუმრად მისული ადამიანების ნახვა და მათი ყურადღება უხარიათ. ბატონმა მურმან ხაჭაპურიძემ კი პანსიონატის გაზეთი „ჭაღარა“ გაგვაცნო, რომელსაც თავად მონდომებით აწარმოებს.
პანსიონატში და ბავშვთა სახლში მცხოვრებ თითიეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს, რომლებიც სტუმრობისას ჩვენ გაგვიზიარეს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენც შევძელით მათი მცირედით დახმარება და გარკვეულწილად, მათი ერთი დღის ისტორიად ვიქეცით.