top of page

კომპანია „იფქლმა“ ტოსტის პურის წარმოება დაიწყო

26 მაისი, 2015

კომპანია „იფქლი“ კიდევ ერთი ახალი პროდუქტით წარსდგება პურ-ფუნთუშეულის ბაზარზე. სიახლეს ნატურალური და ჯანსაღი თეთრი ტოსტის პური წარმოადგენს, რომელიც მაქისმალურადაა მორგებული მომხმარებლის ინტერესებზე.

 

“ჩვენ შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველა თაობის მომხმარებელს გაუხალისებს დილას. „იფქლის“ თეთრი ტოსტის პურის სტანდარტული ზომის ნაჭრები თანაბრად იბრაწება, სირბილე გახუხვის შემდეგაც უნარჩუნდება და ნაკლებად იფშვნება“, - განაცხადა „იფქლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ბაქარ ბაკურაძემ.

 

ტოსტის პურის ნაჭრები სენდვიჩების დასამზადებლადაც საუკეთესო არჩევანია. ეს ამერიკული წარმოშობის პური „იფქლში“ორიგინალი რეცეპტის ყველა წესის დაცვით მზადდება.

 

„ცხობის პროცესში გამოყენებულია ხაშზე დამზადების ტექნოლოგია, რის გამოც ტოსტის პურის ფორიანობა არის უფრო წვრილი, ხოლო სტრუქტურა უფრო რბილი. ის არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და კონსერვანტებს“, - განაცხადა „იფქლის“ მთავარმა ტექნოლოგმა, ბატონმა გელა კოდალაშვილმა.

 

 „იფქლის“ ტოსტის პურის შეძენა მსურველებს „იფქლისა“ და თბილისის სხვა მაღაზიებში 27 მაისიდან შეეძლებათ. „იფქლის“ მაღაზიებში მისი ფასი 2 ლარს შეადგენს.  

 

კომპანია „იფქლი“ 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. მომხმარებლების ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, დღესდღეობით „იფქლში“  31 სახეობის პური და 40-მდე სახეობის ფუნთუშეული ყველა გემოვნების ადამიანისათვის ცხვება.

Please reload

bottom of page