კომპანია "იფქლი" შავი პურის ფერის შესახებ კამპანიას იწყებს
06.01.2015
1 ივნისიდან კომპანია „იფქლმა“ საქართველოში შავი პურის წარმოების შესახებ ფართომასშტაბიანი კამპანია - „ამოიცანი ჯანსაღი შავი პური!“ - დაიწყო.
„მომხმარებელს აინტერესებს ჯანსაღი პროდუქცია, განსაკუთრებით პური, რადგანაც ის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია. თუმცა, საზოგადოებას ჯანსაღი შავი პურის შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვს. დროა ჩვენს თანამოქალაქეებს სიმართლე გაანდოს ვინმემ. ამ მისიას ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე. ივნისის განმავლობაში მოსახლეობას შავი პურის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ბატონმა შაქრო ბაკურაძემ, კომპანია „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა.
კამპანიის ფარგლებში, „იფქლი“ მომხმარებელს გაანდობს თუ რა ფერია შავი პურისათვის ბუნებრივი, როგორ უნდა მიხვდნენ იღებება თუ არა შავი პური და რა განსხვავებაა ხორბლის შავ და ჭვავის პურებს შორის. ამ და სხვა მრავალ კითხვას, „იფქლის“ მთავარი ტექნოლოგი კამპანიის განმავლობაში კონკრეტული მაგალითებით უპასუხებს.
„მოსახლეობა დიდი ხანია სიმართლის ძიებაშია. მოხარული ვარ, რომ ჩემი ცოდნით და გამოცდილებებით შევძლებ მოსახლეობას ჯანსაღი შავი პურის ამოცნობაში დავეხმარო. ყველას გთხოვთ, სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოთ ამ კამპანიას, რადგანაც ჩვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბატონმა გელა კოდალაშვილმა, „იფქლის“ მთავარმა ტექნოლოგმა.
კამპანიასთან დაკავშირებული ინფორმაციები გამოქვეყნდება „იფქლის“ ვებსაიტზე http://bit.ly/1FSRYyT ყოველდღიურად ივნისის განმავლობაში.