top of page
ბავშვთა დაცვის დღე "იფქლის" მხარდაჭერით
06.01.2015
ბავშვთა დღე „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში“ ჩვენ იმ ბავშვებთან ერთად აღვნიშნეთ, რომლებსაც სითბო და მზრუნველობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანია „იფქლი“ დღეს საფირმო ტკბილეულით სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს გაუმასპინძლდა.
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში“ მათთვის დაგეგმილმა ღონისძიებამ მხიარულად ჩაიარა. სახალისო შეჯიბრის დახმარებით ბავშვებს საშუალება მიეცათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები. ოთახს ამშვენებდა მათი ლამაზი ნახატები.
მიღებული საჩუქრების და შთაბეჭდილებების მიხედვით ყველა ბავშვი გამარჯვებული იყო. დაე ყოველი დღე ასეთი ბედნიერი ყოფილიყოს ყველა ბავშვისათვის!
Please reload
bottom of page