top of page

"იფქლი" სტიქიით დაზარალებულებს და თბილისის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე მოხალისეებს პურეულით ამარაგებს

06.16.2015

კომპანია „იფქლი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

 

13 ივნისის სტიქიამ სავალალო შედეგებით დატოვა თბილისი. საცხოვრებლის გარეშე დარჩა მრავალი ადამიანი. 

დღემდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომლებსაც სოლიდარობით აღსავსე მოხალისეები ახორციელებენ.

 

კომპანია „იფქლი“ სტიქიით დაზარალებულებს და თბილისის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე მოხალისეებს ყველაზე საჭირო პროდუქტით, პურით ამარაგებს.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ თანადგომითა და ერთიანობით შევძლებთ სტიქიის სავალალო შედეგებთან გამკლავებას. ‪

 

 

Please reload

bottom of page