top of page

რა უნდა იცოდეთ შავი პურის წარმოებაზე? კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს ჯანსაღი პროდუქტის შერჩევაში ეხმარება

06.23.2015

კომპანია „იფქლი“ ივნისის განმავლობაში აწარმოებს კამპანიას “ამოიცანი ჯანსაღი შავი პური!“ , რომელიც შავი პურის შესახებ საზოგადოების ცოდნის ამაღლებას ემსახურება. ამით „იფქლი“ იმედოვნებს, რომ მომხმარებელს ჯანსაღი და სასარგებლო შავი პურის შერჩევაში დაეხმარება.

 

შავ პურს ბუნებრივად რუხი ფერი აქვს და არა მუქი ყავისფერი. ეს პურის ცხობის ყველა ტექნოლოგმა იცის. თუმცა, მცდარი წარმოდგენების გამო მომხმარებელი ირჩევს შავ პურს, რომლის ფერიც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით არ მიიღება. ასეთი პროდუქტი შესაძლოა საშიში იყოს ჯანმრთელობისათვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ შავი პურის ფერზე ხშირადაა საუბარი, სამწუხაროდ, დღემდე არავინ აწვდის მომხმარებელს ღირებულ ინფორმაციას, რომელიც მას სწორი პროდუქციის შერჩევაში დაეხმარება. არასწორ წარმოდგენებზე დაყრდნობით, მომხმარებელი მოითხოვს არაჯანსაღ პროდუქტს და შესაძლებელია, რომ მას ზუსტად ასეთი პროდუქტით ამარაგებენ.

 

ვინ უნდა ითავოს მომხმარებლის ინფორმირება?

 

ბოლო 22 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებებზე დაყრდნობით, გვინდა მომხმარებელს დავეხმაროთ ჯანსაღი და სასარგებლო შავი პურის შერჩევაში, ამიტომ ინდუსტრიაში გამეფებულ დუმილს ვარღვევთ.

 

კამპანიის ფარგლებში გაწვდით ინფორმაციას:

  • რა ფერია ხორბლის შავი პური სინამდვილეში?

  • რა ფერია ჭვავის პურისათვის ნატურალური?

  • როგორ მიიღება ნატურალური შავი პურის ფერი?

  • როგორ ამოვიცნოთ ჯანსაღი ქატოს პური?

  • როგორ მიიღება მუქი შავი ფერი და რა ჯანმრთელობის რისკებთან შეიძლება იყოს ის დაკავშირებული?

  • როგორ შეიძლება შეუიარაღებელი თვალით ამოვიცნოთ „კოლერიანი“ პური?

 

ამ და მედიის დამატებით კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არიან ჩვენი თანამშრომლები. დაგვიკავშირდით!

 

დადგა დრო, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს შავი პურის ნამდვილი ღირებულება, რომელიც მის შემადგენლობაშია და არა მის ფერში! შავი პური უაღრესად სასარგებლო პროდუქტია, როცა ის ე.წ. კოლერის გარეშე იწარმოება.

 

„იფქლი“, რომლის მისიაცაა ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის წარმოება, მოუწოდებს მოსახლეობას ჩაერთონ კამპანიაში „ამოიცანი ჯანსაღი შავი პური!“ და მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც მათ ჯანსაღი შავი პურის შერჩევაში დაეხმარებათ.

Please reload

bottom of page