top of page

„იფქლის“ მიერ წარმოებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მომხმარებელთა უმეტესობას უჭირს ჯანსაღი შავი პურის ამოცნობა

07.06.2015

კომპანია „იფქლმა“ ივნისის თვეში წარმოებული კამპანიის „ამოიცანი ჯანსაღი შავი პური!“ დასრულებისთანავე ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ყოველი მეორე მომხმარებელი ჯანსაღი შავი პურის ნაცვლად, საეჭვო, მოწითალო მუქ პურს ამჯობინებს.

გამოკითხვის ფარგლებში „იფქლმა“ უჩვენა რესპოდენტებს ოთხი სახეობის პურის სურათი. მათ სწორად უნდა ამოერჩიათ:

• ხორბლის შავი პური

• ხორბლის შავი პური ალაოთი

• ჭვავის პური

გამოკითხულთა 47%-მა, ჯანსაღი, ღია რუხი ფერის პურის ნაცვლად სურათებიდან "კოლერიანი", მუქი პური აირჩია.

 

Please reload

bottom of page