top of page

კომპანია „იფქლს“ შავი ბატონისთვის ახალი შეფუთვა აქვს

14 სექტემბერი, 2015

„იფქლის“ შავი ბატონი უკვე რამდენიმე დღეა ახალი შეფუთვით იყიდება.

 

„ძველი შეფუთვისგან განსხვავებით, ახალ შეფუთვას „იფქლის“ ლოგო და სლოგანი ამშვენებს, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო დაეხმარება „იფქლის“ პურ-ფუნთუშეული სხვა კომპანიის ნაწარმისაგან განასხვავოს“, - აცხადებს „იფქლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი, ქალბატონი ხატია ოძელაშვილი.

 

პროდუქტის მომხმარებლამდე საუკეთესო პირობებში მიწოდების მიზნით, კომპანია „იფქლი“ უკვე ხუთ წელზე მეტია რაც პურეულს შეფუთულს, შესაბამისი ეტიკეტირებით ყიდის. საკონდიტრო ნაწარმის შეფუთვა კი "იფქლმა" ორი წლის წინ დაიწყო.

 

„პურ-ფუნთუშეულის შეფუთვა, გარდა იმისა, რომ უფრო ჰიგიენურია, ამავდროულად ინახავს პროდუქტს. კომპანიაში პურეულის დიდი უმეტესობა ძვირადღირებული ქაღალდის შეფუთვაშია, რადგან იგი პურს იცავს გახმობის, გამოშრობისა და დანესტიანებისაგან“, - განაცხადა „იფქლის“ მთავარმა ტექნოლოგმა, ბატონმა გელა კოდალაშვილმა.

 

უახლოეს მომავალში კომპანია ყველა პროდუქტის შეფუთვის დიზაინის განახლებას გეგმავს.

Please reload

bottom of page