კომპანია „იფქლს“ ბატონისთვის „ქართო“ ახალი შეფუთვა აქვს
16 სექტემბერი, 2015
„იფქლის“ ბატონი „ქართო“ დღეიდან ახალი შეფუთვით გაიყიდება.
„ძველი შეფუთვისგან განსხვავებით, ახალ შეფუთვას „იფქლის“ ლოგო და სლოგანი ამშვენებს, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო დაეხმარება „იფქლის“ პურ-ფუნთუშეული სხვა კომპანიის ნაწარმისაგან განასხვავოს“, - აცხადებს „იფქლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი, ქალბატონი ხატია ოძელაშვილი.
პროდუქტის მომხმარებლამდე საუკეთესო პირობებში მიწოდების მიზნით, კომპანია „იფქლი“ უკვე ხუთ წელზე მეტია რაც პურეულს შეფუთულს, შესაბამისი ეტიკეტირებით ყიდის. საკონდიტრო ნაწარმის შეფუთვა კი "იფქლმა" ორი წლის წინ დაიწყო.
„პურ-ფუნთუშეულის შეფუთვა, გარდა იმისა, რომ უფრო ჰიგიენურია, ამავდროულად ინახავს პროდუქტს. კომპანიაში პურეულის დიდი უმეტესობა ძვირადღირებული ქაღალდის შეფუთვაშია, რადგან იგი პურს იცავს გახმობის, გამოშრობისა და დანესტიანებისაგან“, - განაცხადა „იფქლის“ მთავარმა ტექნოლოგმა, ბატონმა გელა კოდალაშვილმა.
ახლახანს კომპანიამ შავი ბატონის შეფუთვა განაახლა. უახლოეს მომავალში “იფქლი“ ყველა პროდუქტის შეფუთვის დიზაინის განახლებას გეგმავს.
კომპანიამ პურ-პროდუქტების წარმოება დაიწყო 1993 წლიდან. დღესდღეობით „იფქლი“ 75-მდე სახეობის პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს. განსაკუთრებული მიღწევებისათვის ამ ინდუსტრიაში, „იფქლი“ წელსაც გახდა „გოლდენ ბრენდის“ აღიარებისა და „ხარისხის ნიშნის“ მფლობელი.