top of page

როგორ ვაცილებთ 2015 წელს „იფქლში“

29 დეკემბერი, 2015

2015 წელი დასასრულს უახლოვდება. ეს წელი კომპანია „იფქლისათვის“ და ასევე პურპროდუქტების ბაზრისათვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ წელს ჩვენმა კომპანიამ:

 

  • განაახლა პროდუქციის შეფუთვა

იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქცია ყველა სხვა პურეულისაგან განსხვავებული ყოფილიყო, შევცვალეთ შეფუთვების დიზაინი. ჩვენი ნაწარმი ახლა განახლებული, ორიგინალური შეფუთვით იყიდება და მათი ამოცნობა ყველგან გაგიადვილდებათ. 2015 წლის ეს სასიამოვნო სიახლე 2016 წელსაც დაგეხმარებათ ყველგან გამოარჩიოთ და მიირთვათ ჩვენი პროდუქტი.

 

  • მასიურ წარმოებაში დააბრუნა პურის ხაშზე წარმოება, ანუ სრულყოფილი 6 საათიანი ცხობის პროცესი

საქართველოში პურის ხაშზე წარმოების მასიურ ინდუსტრიაში დაბრუნება  წინგადადგმული ნაბიჯია. ეს პროცესი 90-იან წლებში დაიკარგა და მასთან ერთად გაქრა ნამდვილი პურის გემო და არომატი. „იფქლი“ კი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც პურის ცხობის სრულყოფილ პროცესებს ქართული პურის მასიურ წარმოებაში აბრუნებს. 2015 წელს დავაინსტალირეთ ახალი, ევროპული დანადგარები  და გავმართეთ პროცესები, ხოლო  ხაშზე დამზადებულ პროდუქციას და მის დადებით თვისებებს „იფქლის“ მომხმარებელი 2016 წლიდან იგემებს.

 

  • მიიღო „გოლდენ ბრენდის“ და „ხარისხის ნიშნის“ ჯილდო.

„გოლდენ ბრენდი“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს აღიარებაა, რომელიც ენიჭებათ სხვადასხვა ინდუსტრიაში რჩეულ კომპანიებს.  პურფუნთუშეულის წარმოებაში ლიდერობისათვის, „იფქლი“ 2013 წელსაც გახდა „გოლდენ ბრენდის“ ტიტულის მფლობელი.

„იფქლმა“ ასევე წარმატებით გაიარა კომპლექსური შემოწმება-შეფასების განზოგადებული მეთოდი და წელსაც „ხარისხის ნიშნის“ მფლობელი გახდა.

 

კომპანია „იფქლის“ სიახლეების სრული ნუსხა.

 

მადლობა ყოველივე თქვენგანს მხარდაჭერისათვის!

Please reload

bottom of page